იბერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ნამდვ. გვარი – საღინაძე) ელდარ დავითის ძე (დ. 7. II. 1939, ქ. ცაგერი), ჟურნალისტი, მედიის მკვლევარი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2000). 1962 დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა, 1974 – ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლა მოსკოვში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართვ. სახტელერადიო კომიტეტში განყ-ბის გამგედ, მთ. რედაქტორად, სატელევიზიო პროგრამების მთავარი რედაქციის მთ. დირექტორად, ტელერადიოკომიტეტის თავ-რის მოადგილედ. პარალელურად ეწეოდა სამეცნ. და პედ. საქმიანობას ი. ჭავჭავაძის სახ. თბილ. ენისა და კულტურის სახელმწ. უნ-ტში, ასევე თსუ-ის ჟურნალისტიკისა და სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტებზე. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. არის არაერთი სამეცნ.-პრაქტ. კონფერენციის მონაწილე.

თხზ.: რადიოჟურნალისტიკა, თბ., 1996, 1999, 2003; მასობრივი კომუნიკაცია, თბ., 2003 (თანაავტ. რ. სურგულაძე); საქართველოს რადიოს ისტორია, თბ., 2009 (თანაავტ.: თ. მჟავანაძე და ნ. ტალახაძე); საქართველოს ტელევიზიის ისტორია, თბ., 2016.

ლიტ.: საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2000. თ. დოლიძე.