იბნ აბდ ალ-ზაჰირი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(1223, კაირო, – 1292, იქვე), არაბი ისტორიკოსი. ცხოვრობდა ეგვიპტეში მამლუქი სულთნების ბეიბარსის, კალავუნის და ხალილის დროს, იყო მათი პირადი მდივანი. ეკუთვნის რამდენიმე ისტ. თხზულება, მ. შ. ავტორია ერთი დღიურისა, რ-შიც აღწერა ბეიბარსის ლაშქრობა მცირე აზიაში 1277 და ეპისტოლეს სახით გაუგზავნა ეგვიპტის ვეზირს. ეს დღიური სრული სახით შემოგვინახა ალ-კალკაშანდიმ. მასში სხვა ამბებთან ერთად მოთხრობილია ბეიბარსის საზეიმო შესვლა რუმის სასულთნოს სატახტო ქალაქ კაისარიაში, სადაც მედრესეები, ხანაგები და რიბატები მოფენილი იყო ქართული ნოხებით.

ლიტ.: ჯაფარიძე გ., ქართული ნოხების ექსპორტის შესახებ XII საუკუნეში, კრ.: ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, თბ., 1991. გ. ჯაფარიძე.