იბნ ალ-ადიმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქემალ ალ-დინ აბუ ლ-კასიმ (1192, ჰალაბი,–1262, კაირო), არაბი ისტორიკოსი, ცნობილი საგვარეულოს წარმომადგენელი. ავტორია მრავალი თხზულებისა, რ-თაგან მნიშვნელოვანია ჰალაბის ისტორია ძველი დროიდან 1243-მდე – "ნაღები რძისა ჰალაბის ისტორიაში" ("ზუბდათ ალ-ჰალაბ ფითა რიხ ჰალაბ"). ნაშრომში არის საინტერესო ცნობები ქართველებისა და საქართველოს შესახებ. ი. ა. მოგვითხრობს მანციკერტის ბრძოლაში (1071) ქართველთა მონაწილეობაზე, იძლევა დიდგორის ბრძოლის (1121) ახალ ვერსიას, ეხება XIII ს. დასასწყისში საქართველო-აიუბიდთა ურთიერთობებს.

ლიტ.: კუტალია გ., ქემალ ალ-დინის ცნობა დიდგორის ბრძოლის შესახებ, «საქართველოს მეცნ. აკადემიის მოამბე», 1974, ტ. 74, # 2.

გ.ჯაფარიძე.