იბნ ალ-კალანისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(დაახლ. 1073–28.III. 1160), არაბი ისტორიკოსი, დამასკის ცნობილი საგვარეულოს წარმომადგენელი; ეკავა რაის ალ-დივანის (კანცელარიის გამგის) თანამდებობა. ავტორია "დამასკის ისტორიის დამატებისა", ("ზაილ თარიხ დიმაშკ"), რ-იც მოიცავს პერიოდს X ს. 70-იანი წლებიდან 1150 წლამდე. თხზულებაში დაცულია ორი საყურადღებო ცნობა საქართველოს შესახებ: ერთი ეხება ქართველთა ლაშქრობას ქ. განჯაზე 1110 და სამხ. კონფლიქტს დიდ სელჩუკთა სულთანთან, მეორე კი – დიდგორის ბრძოლას 1121. გ. ჯაფარიძე.