იბნ არაბშაჰი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(1389, დამასკი, –1450, კაირო), არაბი ისტორიკოსი. 1400 თემურლენგმა დაატყვევა და ოჯახთან ერთად სამარყანდში გადაასახლა. მან შეისწავლა სპარს., თურქ. და მონღ. ენები. 1436 დასახლდა კოროში. აქ დაწერა თხზ. "ბედის საკვირველებანი თემურის ცხოვრებაში" ("აჯაიბ ალ-მაკდურ ფი ახბარ თიმურ"), რ-იც დაწერილია გარითმული პროზით. თხზულებაში საქართველოსა და ქართველების შესახებ აღნიშნულია, რომ, "ხალხი გულკეთილია, ხოლო ქვეყანა პატარა, მაგრამ საუცხოოდაა გამაგრებული ციხე-გალავნებით, მღვიმე-გამოქვაბულებით, მთებით, უფსკრულებით, ხეობებით და ამ მაცდური ბუნების გამო მტრისათვის ძნელად მისადგომია". მასში აღწერილია თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში 1400 და 1403. ქართველთა თავდადებული ბრძოლა, მეფე გიორგი VII-ის თხოვნით შირვან-შაჰ იბრა-ჰიმის თემურთან შუამავლობის ამბავი და ამით მიღწეული დაზავება.

ლიტ.: კაციტაძე დ., საქართველო XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე (სპარსული და სპარსულენოვანი წყაროების მიხედვით), თბ., 1975; ტაბატაძე კ. ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV–XV საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1974.

გ. ჯაფარიძე.