იბნ ასაქირი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალი იბნ აბდ ალ-ლაჰ (1105, დამასკი, – 25. I.1176, იქვე), არაბი ისტორიკოსი. მის მრავალრიცხოვან ნაშრომთაგან მთავარია "ქალაქ დამასკის ისტორია" ("თარიხ მადინა დიმაშკ") 80 ტომად (გამოცემულია მხოლოდ ნაწილი). თხზულებაში მოცემულია დამასკის ისტ. ტოპოგრაფია და იმ პირების ბიოგრაფიები, რ-ებიც დაკავშირებულნი იყვნენ დამასკთან, მ. შ. დასახელებულია რამდენიმე მუსლიმი მოღვაწე ალ-თიფლისის ნისბით.

ლიტ.: ჯაფარიძე გ., მუსლიმი მოღვაწეები ათ-თიფლისის ნისბით VIII–XIV საუკუნეებში, «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1989, # 4; 1990, #1. გ. ჯაფარიძე.