იბნ ვასილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(20.IV. 1208, ჰამა, – 1298, იქვე), არაბი ისტორიკოსი, სამართალმცოდნე, ყადი. ავტორია რამდენიმე თხზულებისა. მათგან მნიშვნელოვანია "გამქარვებელი სევდისა აიუბიდთა ამბებში" ("მუფა რიჯ ალ- ქურუბ ფი ახბარ ბანი აიუბ"), რ-იც ეხება აიუბიდთა დინასტიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიას 1263-მდე (თხზულების ოთხი ტომი 1248 ამბების ჩათვლით გამოიცა კაიროში 1954–77). თხზულებაში არის საინტერესო ცნობები XIII ს. პირველ ათეულში საქართველოსა და აიუბიდთა სახელმწ. ურთიერთობებისა და ხლათისათვის ბრძოლის შესახებ, რ-იც 1210 დასრულდა 30-წლიანი ზავით. საყურადღებოა ი. ვ-ის ცნობა ჯალალედდინის შემოსევის დროს თბილისელ მუსლიმთა ანტიქართული განწყობილების შესახებ. გ. ჯაფარიძე.