იგავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

1. მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რ-იც, ჩვეულებრივ, ზნეობრივ-დამრიგებლური დასკვნით მთავრდება. იგივეა, რაც იგავ-არაკი. 2. სამართლის ისტორიაში – სამართლის წიგნში მოყვანილი კერძო შემთხვევა, კაზუსი და მისი საკანონმდებლო მოწესრიგება. ასეთ იურიდ.-ტექ. ხერხს მიმართავდნენ სამართ. ნორმის უკეთ გაგების მიზნით მაშინ, როდესაც საჭირო იყო ჩვეულებრივი მართლურთიერთობისაგან განსხვავებული რთული შემთხვევის საკანონმდებლო გადაწყვეტა. ი-ის, ანუ "სიტყვით მაგალითის" (საბა), სახითაა გადმოცემული ბერძნ. სამართლის ქართ. ვერსიის ("სამართალი ბერძული") 204 და 280 მუხლები (შდრ. მმ. 203 და 279).