იგოეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ოკამის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. ლეხურის ნაპირზე, ნატახტარ-ხაშურის საავტ. გზაზე. ზ. დ. 670 მ კასპიდან 9 კმ. 559 მცხ. (2014).

სოფლის მიდამოებში მოპოვებული არქეოლ. მასალით დასტურდება, რომ ადამიანს აქ ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. XV ს-ში ი. შედიოდა საამილახვროს შემადგენლობაში, 1865 ი-ში ცხოვრობდა 9 კომლი და გორის უბნის სამთავროს სახ. საბჭოს ეკუთვნოდა. 1930 ი. შედიოდა კასპის რ-ნის ქვემო ჭალის სას. საბჭოში და ცხოვრობდა 227 სული მოსახლე. სოფლის ასმხრ.-აღმ-ით დგას განვითარებული ფეოდალური ხანის "წითელი საყდრი, რ-საც წმ. გიორგის უწოდებენ. 1983 ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია მის მახლობლად გამართული ყოფილა საბჟო.

ლიტ.: მაკალათია ს., ლეხურის ხეობა, თბ., 1964; სასაქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.]5, თბ., 1930.

ჯ. გვასალია