იეზეკიელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

XII ს. ქართველი სასულიერო პოეტი. ფიქრობენ, რომ იყო ბერი. ანტონ I "წყობილსიტყვაობაში" (XVIII ს.) უწოდებს მას "საკUრველ პიიტიკოსს, ღმრთის-მეტყუელ-რიტორს, ჭეშმარიტ ფილოსოფოსს" და იოანე პეტრიწისა და არსენ იყალთოელის თანასწორად მიიჩნევს. ი-ს თვლიან იოანე პეტრიწის ლიტ. სკოლის წარმომადგენლად. ჩვენამდე მოაღწია მისმა სამმა იამბიკომ, აქედან ორი აკროსტიქულია.

თხზ.: [წიგნში] ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, შედგ. ი. ლოლაშვილის მიერ, თბ., 1978.

ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ., 1960; ლოლაშვილი ი., იოანე პეტრიწი-ჭიმჭიმელი, წგ.: იოანე პეტრიწი, სათნოებათა კიბე, თბ., 1968.

ი. ლოლაშვილი.