იელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), უღვირის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ენგურის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1600 მ მესტიიდან 15 კმ. 44 მცხ. (2014).

სოფელში არის იოანე მახარებლის ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები), წმ. გიორგის ეკლესია "ჯგრაგ" (VIII–IX სს.), იოანე ნათლისმცემლის ეკლესია "ჯგრავანი" (განვითარებული შუა საუკუნეები), ღვთისმშობლის ეკლესია "ლამარია" (შუა საუკუნეები), იოანე მახარებლის ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეების), მთავარანგელოზის ეკლესია "თარინგზელ" (შუა საუკუნეები), მაცხოვრის ეკლესია "მაცხვარ" (X–XI სს).

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=იელი&oldid=12701-დან“