იესე ბატონიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლევან კახთა მეფის ძე. 1556 ირანისათვის ერთგულების დასამტკიცებლად ლევანმა შაჰ-თამაზთან გაგზავნა დიდი ძღვენით. შაჰმა ი. ბ. მძევლად დაიტოვა და შეეცადა ლევანის საპირისპიროდ კახეთის ტახტზე მის აყვანას. 1559/60 ი. ბ. გამაჰმადიანდა ისა-ხანის სახელით. მალე მან ისევ უარყო მაჰმადიანობა და გაქცევა დააპირა, მაგრამ შეიპყრეს და 1562 წ. 23 დეკემბერს ალამუთის ციხეში ჩასვეს.

წყარო: ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ; სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლით გამოსცა ვ. ფუთურიძემ, თბ., 1966.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.