იესე ქსნის ერისთავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

XVII ს. I ნახევრის პოლიტიკური მოღვაწე, გიორგი სააკაძის თანამებრძოლი. შემდეგ თეიმურაზ I-ს მიემხრო როსტომ მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბოლოს როსტომ მეფესთან შერიგება არჩია და ირანს გაემგზავრა, სადაც მის მიერ დაღუპული პაპუნა ამილახვრის შვილებმა მოკლეს.

წყარო: გორგი ჯანიძე ფ., ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე» 1925, [ტ.] 2; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. გ. აკოფაშვილი.