ივანე მორჩაისძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

XI ს. ქართველი ხუროთმოძღვარი, რომელმაც 1032 საფუძვლიანად გადააკეთა იშხნის ტაძარი, რასაც გვამცნობს სამხრ. სარკმლის ირგვლივ გაკეთებული წარწერა. იშხნის ტაძარი მდებარეობს ძვ. ქართ. პროვინცია ტაოში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). იგი VII ს-ში აშენდა და არაერთხელ არის შეკეთებული და განახლებული. საბოლოო, მხატვრულად დასრულებული და ჩამოყალიბებული სახე ტაძარმა ი. მ. ხელში მიიღო. ფასადების დამუშავების საერთო სისტემით იშხნის ტაძარი XI ს-ის დამახასიათებელი ძეგლია. ჩუქურთმათა სიუხვე და დახვეწილობა, მრავალფეროვნება, შესრულების მაღალი დონე, ი. მ-ს შუა საუკუნეთა ბრწყინვალე ქართ. ოსტატების გვერდით აყენებს.

ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; ქსე, ტ. 5, თბ., 1980.