ივანე ქვაციხისელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოლკლორის პერსონაჟი დაღუპული მონადირის ციკლის თქმულება "ივანე ქვაციხისელის" მთავარი გმირი. ფოლკლორული ვარიანტების მიხედვით საფერხულო ტიპის სიმღერებში გადმოცემულია მონადირე ი. ქ-ის ტრაგიკული ამბები. ჯიხვების კვალს გადევნებულ ივანეს თოვლისგან გაუკეთებია საფეხურები კლდეზე ასასვლელად. დაბრუნებისას კი ვეღარ უპოვია. საბოლოოდ იგი დაიმტვრა. ქვას რ-იც მას გადმოჰყვა ქვაციხე უწოდეს მონადირეს კი – ქვაციხისელი. ი. ქ-ის სახეს შერჩენილი აქვს უძველესი რწმენა-წარმოდგენების შემცველი პლასტები.

ლიტ.: ვირსალაძე ელ., ქართული სამონადირეო ეპოსი თბ., 1964; ღლონტი ალ., ქართული ხალხური ნოველა თბ., 1989; ჩოლოყაშვილი რ., უძველეს რწმენა-წარმოდგენათა კვალი ხალხურ ზღაპრულ ეპოსში თბ., 2004; Вирсаладзе Е. Б., Грузинский охотничий миф и поэзия, М., 1976.

თ. დოლიძე.