ივანე (იოვანე) შავლიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლ. 868-იდან, შავლიანთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი. ტახტი ხელთ იგდო გიორგი I აღწეფელის ქვრივის მეშვეობით. მდგომარეობის განსამტკიცებლად თავის ძეს და მემკვიდრეს ადარნასეს ცოლად შერთო გვარამ (გუარამ) მამფლის ასული. ი. შ. და ადარნასე, წინა დინასტიის მეფეთა მსგავსად, განაგრძობდნენ ბრძოლას საქართველოში ჰეგემონობის მოპოვებისათვის.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI–XVII вв.), Cyx., 1959. ვ. გუჩუა.