ივანე III ვასილის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(22. I. 1440 – 27.X. 1505, მოსკოვი), მოსკოვის დიდი მთავარი 1462-იდან. მის დროს დასრულდა რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნა. 1480 მან ბოლო მოუღო მონღოლ-თათართა ბატონობას რუსეთზე. გაიზარდა მოსკ. საერთაშ. ავტორიტეტი. მოსკ. სახელმწიფოს გაძლიერება მხედველობიდან არ გამორჩენიათ ქართვ. პოლიტ. მოღვაწეებს. 1489 და 1491 კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა ელჩები გაგზავნა დიდი მთავრის კარზე და საფუძველი ჩაუყარა კახეთის სამეფოსა და რუს. პოლიტ. ურთიერთობის ახ. ეტაპს.

ლიტ.: ცინცაძე ი., ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X–XVI სს.), თბ., 1956; მისივე, ძველი რუსული მასალები (XI–XVI სს) საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1962.