ივანიცკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თენგიზ ვახტანგის ძე (24. VII. 1924, თბილისი, – 26. VI. 1992, იქვე), გეოქიმიკოსი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. Dდოქტორი (1961), პროფესორი (1967), საქართვ. მეცნ. Dდამს. მოღვაწე (1979). 1947 დაამთავრა ს. კიროვის სახ. საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (ახლანდ. სტუ). 1947-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში (1955-იდან ხელმძღვანელობდა გეოქიმიის განყ-ბას). 1955–75 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ში. ი-ს შრომები ძირითადად ეხება მადნეულ საბადოთა მინერალოგია-გეოქიმიისა და მაგმური ქანების გეოქიმიის საკითხებს. ი-მ (ვ. ქოიავასთან ერთად) გამოსცა პირველი ორიგინ. სახელმძღვანელო ქართ. ენაზე გეოქიმიაში (ზოგადი გეოქიმიის მოკლე კურსი, თბ., 1972).

თხზ.: Геология минералогия и геохимия свинцово-цинковых и полиметаллических месторождений Грузии Тб., 1963.