ისტორიული ცნობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიული ცნობა. არქეოლ. მონაცემების მიხედვით ტერიტ., რ-იც დღეს ზ. მ-ს უკავია, უძველესი დროიდან იყო დასახლებული. განსაკუთრებით დაწინაურებული ჩანს იგი ელინისტურ და გვიანდ. ანტ. ხანაში. ზ. მ-ის ტერიტორიაზე მდებარე შორაპნის ციხე მოხსენიებული აქვს სტრაბონს თავის გეოგრაფიაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს სოფ. ზედა კლდეეთი, სადაც II ს. მდიდრული სამაროვანია აღმოჩენილი. საქართველოს სამეფოს ერთიანობის ხანაში, ახლანდ. ზ. მ-ის სოფლების დიდი ნაწილი ისტ.-გეოგრ. მხარეს ლომსიანს ეკუთვნოდა, რ-საც გვიანდ. შუა საუკუნეებში ლომსიათხევი ეწოდა. XIX ს. მეორე ნახევარში, ქუთაისის გუბ. შექმნის შემდეგ, ახლანდ. ზ. მ-ის სოფლები, ცალკეული საზოგადოებების სახით, შორაპნის მაზრის ყვირილის უბანში შედიოდა. 1921 საქ. სსრ ადმ.-ტერ. დაყოფით ისევ შორაპნის მაზრაშია, 1930 გამოიყო ზესტაფონის რ-ნად, 2006-იდან მუნიციპალიტეტია.