ისტორიული ცნობა. არქეოლ. მონაცემების მიხედვით

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიული ცნობა. არქეოლ. მონაცემების მიხედვით ტერიტ., რ-იც დღეს ვ. მ-ს უკავია, უძველესი დროიდან იყო დასახლებული. განსაკუთრებით დაწინაურებული ჩანს იგი ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანაში, ამას მოწმობს ვანის ნაქალაქარის არქეოლ. მონაპოვრები. XV ს. 90-იანი წლებიდან, როდესაც საქართვ. ერთიანი სამეფო დაიშალა, ახლანდ. ვ. მ-ის ტერიტ. იმერეთის სამეფოში შევიდა, გვიანდ. შუა საუკუნეებში იგი ორი მხარისაგან – სალომინაოსა და საჩინოსაგან შედგებოდა. სალომინაო მდინარეებს – კორისწყალსა და კვინისწყალს შორის მოქცეულ სოფლებს მოიცავდა, ხოლო საჩინოში მდინარეების სულორისა და ყუმურის ხეობები შედიოდა, ამიტომ სულორის ხეობას ზემო საჩინო შეერქვა, ხოლო ყუმურის ხეობას – ქვემო საჩინო. გვიანდ. შუა საუკუნეებში საჩინო ჩიჯავაძეების ფეოდ. სახლს ეკუთვნოდა, ამიტომ მას ხშირად საჩიჯავაძოსაც უწოდებდნენ. XVIII ს. 20-იან წლებში სალომინაოს საერისთავო ეწოდა. რუს. მმართველობის დროს, XIX ს. მეორე ნახევარში, ქუთ. გუბ. შექმნის შემდეგ, დღევანდელი ვ. მ-ის ტერიტ. ცალკეული საზ-ბების სახით ქუთ. მაზრის ბაღდათის უბანში შედიოდა, 1930-მდე – ქუთაისის მაზრაში, 1930-იდან გამოიყო ცალკე რ-ნად, 1963 –64 შედიოდა მაიაკოვსკის (ახლანდ. ბაღდათის) მუნიციპალიტეტში, 1965-იდან კვლავ გამოიყო ახლანდ. საზღვრებში, 2005-იდან მუნიციპალიტეტია.