ისტორიული ცნობა. ვ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიული ცნობა. ვ. ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში ეგვიპტეში, სპარსეთსა და ჩინეთში. ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ვერცხლის მოპოვების ცენტრებმა ევროპაში გადაინაცვლა. 1447, ე. წ. “წმინდა გიორგის” მაღაროებში (შნეებერგის საბადო, საქსონია, გერმანია, აღმოჩენილ იქნა თვითნაბადი ვ., რ-ის მასა 20 აღწევდა. კოპენჰაგენის მუზეუმში (დანია) ინახება თვითნაბადი ვ-ს ნიმუში მასით 254 კგ, რ-იც 1666 კონგსბერგის (ნორვეგია) საბადოში იპოვეს. 1894 შახტიდან „Smuggler Mine“ ამოღებულ 1065 კგ მასის ნიმუშიდან 835 კგ სუფთა ვ. გამოადნეს. კანადის პარლამენტის შენობაში ინახება კობალტის (კოლორადო, აშშ) საბადოებში ნაპოვნი თვითნაბადი ვ-ის ფირფიტა, რ-ის მასაა 612 კგ. აქვე მოპოვებულ მეორე ფირფიტას “ვერცხლის ტროტუარი უწოდეს” – მისი სიგრძე 30 -ს აღწევდა და სიღრმეში 18 -მდე ჩადიოდა. ამ ფირფიტიდან 20 . ვ. გამოადნეს. ჩანიარკილის (ჩილე) XVI ს. იპოვეს თვითნაბადი “ფირფიტა” მასით 1420 კგ. ამერიკის კონტინენტის კოლონიზაციის დასაწყისში 1527 ესპანელმა სებასტიან კაბოტმა „Rio de la Plata“ (ესპანურად “ვერცხლის მდინარე”) უწოდა მდინარეს, რ-ის ნაპირებზე მკვიდრ მაცხოვრებლებს ვ-ის დიდი რაოდენობის ნაკეთობები წაართვეს. შემდგომში ეს სახელწოდება მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1826) ქვეყანას არგენტინა ეწოდა.