ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზესტაფონი მდინარე ჩოლაბურზე.png


ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. მუნიციპალიტეტის ისტ.-ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია შორაპნის ციხე (ადრინდ. და განვითარებული შუა საუკუნეები), კოშკი ქვედა საქარაში (შუა საუკუნეები), გულბადიანის ეკლესია ზედა საქარის მიდამოებში (XVI ს.), ეკლესია ზედა წევაში (XI ს., გადაკეთებულია XIX ს-ში), წმ. გიორგის ეკლესია ტაბაკინის მიდამოებში (VI–VII სს.), სანახშირის ეკლესია (შუა საუკუნეები), შროშის ციხე (შუა საუკუნეები), “თამარის ხიდი” ჭალატყის მიდამოებში (განვითარებული შუა საუკუნეები). თ. ბერაძე. გ. დევდარიანი. დ. სვანიძე. ვ. ჯაოშვილი.