ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. ვ. მ-ის ისტ. და კულტ. ძეგლთაგან აღსანიშნავია: ვანის ნაქალაქარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედა ვანის მთავარანგელოზთა ეკლესიის სამრეკლო.png


ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. ვ. მ-ის ისტ. და კულტ. ძეგლთაგან აღსანიშნავია: ვანის ნაქალაქარი, ეკლესიის ნანგრევები გადიდის მიდამოებში (XI ს.), მთავარანგელოზის ეკლესია (XII –XIII სს.) და სამრეკლო (XIX ს.) ზედა ვანში, ეკლესია (XIV –XV სს.) და კოშკი (შუა საუკუნეები) ისრითში, ეკლესია (XVIII ს. I. ნახ.) დიხაშხოში. წმ. გიორგის ეკლესია (1615) შუამთაში, მაცხოვრის ეკლესია (1619) ამაღლებაში, კოშკი “გორმაღალის ციხე” სულორში (შუა საუკუნეები) და სხვ. თ. ბერაძე. ე. ლოლუა. ა. ტერელაძე.