ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. მუნიციპალიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. მუნიციპალიტეტის ისტ. და ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ზუგდიდში დადიანების კარის ეკლესია, წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია მაცხოვრის გორაზე (XIV ს. II ნახ.) და დადიანების სასახლე (XIX ს.) ზუგდიდში, კორცხელის ციხე – “ჩიჟის კარი” სოფ. ბაშის მიდამოებში (XIII–XIV სს.), კვირეოს ციხე და ეკლესია – ნათლისმცემლის კვირეოს ხატი (XVI–XVII სს.) ნარაზენში, ცაიშის ეკლესია და კომპლექსი “ჯეგეთა” (XII–XIII სს.), ანაკლიის (შუა საუკუნეები), რუხის (1636), ჭაქვინჯის (შუა საუკუნეები) ციხეები. ლიტ.: ბერაძე თ., მაისაია ი., სამეგრელო (მეგზური), თბ., 2000. ე. ლოლუა. მ. შენგელაია. ი. ძიძიგური.