მარუაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლევან იოსების ძე (25. X. 1912, ნოვოჩერკასკი, – 5. XII. 1992, თბილისი, საქართველო), ქართველი გეოგრაფი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1965), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966). სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985). ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: ორნაწილიანი „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ (1969-1970), სამნაწილიანი „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია“ (1975-1986), „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“ (1973) და სხვა. 1971 წელს გამოქვეყნდა კოლექტიური ნაშრომი „საქართველოს გეომორფოლოგია“ (რუსულ ენაზე), რომლის მთავარი ავტორი იყო მარუაშვილი.