მეურნეობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეურნეობა. სოფ. მეურნ. მთავარი დარგია მევენახეობა, განვითარებულია აგრეთვე მეცხოველეობა, მოჰყავთ მარცვლეული კულტურები. ყურძნის ძირითადი ჯიშებია ცოლიკოური და ციცქა. მევენახეობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა საქარის მევენახეობის საცდელმა სადგურმა. მრავალწლიანი კულტურებიდან ვაზის გარდა არის ხეხილის ნარგავები, გავრცელებულია დაფნა. მარცვლეული კულტურებიდან ძირითადად მოჰყავთ სიმინდი. მეცხოველეობა სარძეო-სახორცე მიმართულებისაა. უმთავრესი დარგებია მესაქონლეობა, მეღორეობა და მეფრინველეობა. მნიშვნელოვანი სამელიორაციო ნაგებობაა აჯამეთის არხი. შროშაში არის სატყეო მეურნეობა. მრეწვ. მთავარი დარგებია: შავი მეტალურგია, ელექტროტექ. და კვების მრეწველობა. მუშაობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, სააქციო საზ-ბა “საქკაბელი”. შროშის თიხის საბადოს ბაზაზე მუშაობს ძირულის ცეცხლგამძლე ნაკეთობათა ქ-ნა “შროშა”, რ-იც ძირითადად ემსახურება შუშის ქ-ნებს. შროშაში არის წითელი მარმარილოს საბადო (იხ. შროშის მარმარილოს საბადო). კვების მრეწვ. ძირითადად წარმოდგენილია ღვინის, ხორცპროდუქტებისა და პურის საწარმოებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის მაგისტრალი. მას ზესტაფონში გამოეყოფა ჭიათურა–საჩხერის განშტოება, რ-მაც 1957 შეცვალა შორაპანი–საჩხერის ვიწროლიანდაგიანი გზა. აქ გადის ხაშური–სამტრედიის, ზესტაფონი–ბაღდათის, ზესტაფონი–ჭიათურისა და ზესტაფონი–ხარაგაულის საავტ. გზები.