მეურნეობა. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეურნეობა. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მევენახეობა და მეხილეობა, განვითარებულია აგრეთვე მებოსტნეობა. ნათესი ფართობის დიდი ნაწილი უჭირავს მარცვლოვან (მო-ჰყავთ უმთავრესად სიმინდი) და პარკოსან კულტურებს. მრავალწლოვანი კულტურებიდან ძირითადია ვაზისა და ხეხილის ნარგავები, მცირე ფართობი უკავია ციტრუსოვან კულტურებს. ვაზის მთავარი ჯიშებია: ცოლიკოური, ციცქა, ალადასტური და იზაბელა. განვითარებულია მესაქონლეობა, მეღორეობა. მისდევენ აგრეთვე მეფრინველეობას, მეფუტკრეობასა და მეაბრეშუმეობას. მრეწველობა წარმოდგენილია უმთავრესად კვების მრეწვ. საწარმოებით. არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადასამუშავებელი და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები. მდ. სულორზე აგებულია ჰესი. მუნიციპალიტეტში არ არის რკინიგზის ხაზი (უახლოესი რკინიგზის სადგურია სამტრედია), ამიტომ მიმოსვლის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს საავტ. ტრანსპორტი. აქ გადის შუამთა–ვანი–ბაღდათის საავტ. გზა.