მეურნეობა. სოფ. მეურნ. ძირითადი დარგებია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეურნეობა. სოფ. მეურნ. ძირითადი დარგებია მეციტრუსეობა და მეცხოველეობა; განვითარებულია აგრეთვე მევენახეობა, მეხილეობა, მეჩაიეობა. მარცვლეული კულტურებიდან მოჰყავთ უმთავრესად სიმინდი, პარკოსანი კულტურებიდან – ლობიო. მეცხოველეობა სარძეო-სახორცე მიმართულებისაა. მისდევენ მესაქონლეობას, მეღორეობას. განვითარებულია მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა. ზ. მ-ში სამრეწვ. წარმოება შედარებით სუსტადაა განვითარებული, ძირითადად წარმოდგენილია კვების მრეწვ. საწარმოებით. არის ჩაის პირველადი გადამუშავების ფ-კები, აგრეთვე ადგილ. მნიშვნელობის საშენ მასალათა საწარმოები. მთავარი სამრეწვ. ცენტრია ზუგდიდი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს რკინიგზის მაგისტრალი, რ-საც ზუგდიდი უკავშირდება ზუგდიდი–ინგირის (6 კმ) განშტოებით. ენგურჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაყვანილია რკინიგზის ხაზი ზუგდიდიდან ქ. ჯვარამდე. ზ. მ-ში გადის შავიზღვისპირა გზატკეცილი და საავტ. გზები: ზუგდიდი – ანაკლია, ზუგდიდი – წალენჯიხა – ჩხოროწყუ, ზუგდიდი – ჯვარი – მესტია, ზუგდიდი – ხობი – სამტრედია.