მეცნიერება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეცნიერება. საქართველოში სამეცნ. მუშაობა ოდითგან მიმდინარეობდა. თ-ს უკავშირდება ვახუშტი ბატონიშვილის, ვახტანგ VI-ის, ანტონ I-ის, დავით ბატონიშვილის, იოანე ბატონიშვილის და XVII–XIX სს. სხვა მეცნიერთა მოღვაწეობა. მეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპი დაიწყო თსუის დაარსების (1918) შემდეგ. ეროვნ. უნტმა მოიზიდა კვალიფიციური სამეცნ. კადრები რუსეთიდან და ევროპიდან (ივ. ჯავახიშვილი, პ. მელიქიშვილი, ვ. პეტრიაშვილი, ა. რაზმაძე, ნ. მუსხელიშვილი, ა. ბენაშვილი, ა. დიდებულიძე და სხვ.). თსუ სულ მალე იქცა ეროვნ. სამეცნ. კადრების აღზრდის ძირითად კერად. უნტის ბაზაზე შეიქმნა დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნ. ცენტრები. თში ჩამოყალიბდა საყოველთაოდ აღიარებული სამეცნ. სკოლები: საისტორიო, არქეოლ., ენათმეცნ., მათ., ფიზ., ქიმ., ასტრონ., ბიოლ., ფილოს., ფსიქოლ., ხელოვნებათმცოდნეობის და სხვ., რაც დაკავშირებულია ივ. ჯავახიშვილის, ი. ბერიტაშვილის, დ. უზნაძის, ნ. მუსხელიშვილის, გ. ახვლედიანის, ა. ჩიქობავას და მსოფლიოში ცნობილი სხვა მეცნიერების სახელებთან. 1941 დაარსდა საქართვ. მეცნ. აკად., რსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი მეცნიერები ნ. მუსხელიშვილი, ი. ვეკუა, ე. ხარაძე, ა. თავხელიძე, თ. გამყრელიძე. 2014 ი-დან საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. პრეზიდენტია გ. კვესიტაძე, ვიცეპრეზიდენტები: რ. მეტრეველი და თ. ნანეიშვილი. თ. საქართვ. სამეცნ. ცენტრია, სადაც თავმოყრილია ქვეყნის სამეცნ.ტექ. პოტენციალის დაახლ. 90%. XX ს. 80იანი წლების დასასრულს მეცნ. აკადემიაში გაერთიანებული იყო 45 სამეცნ.კვლ. დაწესებულება, სადაც მუშაობდა 4,3 ათ. მეცნიერი მუშაკი. ფუნქციონირებდა საკავშ. სამეცნ.კვლ. ინტების 9 ფილიალი, 60-მდე სხვადასხვა საპროექტო და უწყებრივი სამეცნ.კვლ. ინტი. სულ თ-ში მუშაობდა 20,8 ათ. მეცნიერი მუშაკი, მ.შ. 1167 მეცნ. დოქტორი და 6884 მეცნ. კანდიდატი. 2010–11 განხორციელდა საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდ. პირის – სამეცნ.კვლ. დაწესებულებების (კვლევითი ინტების) – რეორგანიზაცია უმაღლეს საგანმან. დაწესებულებებთან სტრუქტურულ ერთეულებად მიერთების გზით. საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროსთან დაარსდა შოთა რუსთაველის სახ. ეროვნული სამეცნიერო ფონდი (2005). მისი მიზანია მეცნ. დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, მეცნ. დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნა და მის მიმართ საზბის ნდობის ჩამოყალიბება. ასევე, სახელმწ. სამეცნ. გრანტების ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგი. შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი პროექტებს 10 მიმართულებით აფინანსებს. საქართველოში 1991–2006 მოქმედებდა უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნ. და სამეცნ.პედ. ატესტაციის ერთიანი სისტემა, რის მართვა, ორგანიზაცია და ექსპერტიზა ევალებოდა საქართვ. სწავლულ ექსპერტთა საბჭოს; საბჭო გასცემდა მეცნ. დოქტორის და მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხის დამადასტურებელ სახელმწ. დიპლომებს, აგრეთვე პროფესორისა და დოცენტის სამეცნ.პედ. წოდებების დამადასტურებელ სახელმწ. ატესტატებს. 2006ი-დან საბჭომ შეწყვიტა არსებობა. პირველი წიგნსაცავები საქართველოში გაჩნდა ეკლესიამონასტრებთან, როგორც მწიგნობრულ კერებთან. X ს-ში უკვე მოწესრიგებული ჩანს წიგნებით სარგებლობის, მათი დაცვისა და აღნუსხვააღწერილობის საქმე. XVIII ს-ში სტამბის გაჩენამ თ-ში და ქართ. სტამბების დაარსებამ რუსეთში ხელი შეუწყო წიგნსაცავების ზრდასა და მათ მოწესრიგებას. მდიდარ საგვარეულო ბკებს ფლობდნენ ქართ. არისტოკრატიის გამოჩენილი წარმომადგენლები. XIX ს-ის 90-იან წლებში თბილისში გაიხსნა წიგნის გასაყიდი კერძო მაღაზიებიც. 1830 თ-ში ბიბლიოთეკა გახსნა ეკატერინე კოტოვამ; ეს იყო კერძო ბკასამკითხველო. 1842 დავით ყიფიანის თაოსნობით დაარსდა საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რის მთავარი ამოცანა იყო თში საჯარო ბკის გახსნა. 1846 გაიხსნა მეფისნაცვლის კანცელარიასთან არსებული ბკა, რიც საფუძვლად დაედო საჯარო ბკას. XIX ს. 50იანი წლებიდან თში გახსნილ ყველა სასწავლებელს თავისი ბკა ჰქონდა. ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელმა საზბამ გახსნა 200 ბკა თის გარეუბნებსა და საქართვ. სოფლებში. 1904–09 ძმებმა ზუბალაშვილებმა საფუძველი ჩაუყარეს სახ. ბკასამკითხველოს, რიც შემდგომ საფუძველად დაედო დედაქალაქის ცენტრ. მასობრივ ბკას (იხ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა და მისი ფილიალები). 1918 თ-ში დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. საბჭოთა ხელისუფლებას საჭიროდ მიაჩნდა საბიბლიოთეკო ქსელის ჩამოყალიბება და სათანადო კადრების მომზადება; გაიზარდა ყველა საფეხურის სასწ. დაწესებულებათა ბკების ქსელი. 1924 დაარსდა წიგნის პალატა, რმაც დიდი მუშაობა ჩაატარა წიგნის რეგისტრაციისა და გავრცელების საქმეში. 1941 თ-ში გაიხსნა საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრ. სამეცნ. ბკა. XX ს. 90-იანი წლების დასაწყისისათვის თ-ში არსებობდა 2 ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო სისტემა: ერთი აერთიანებდა 54 მასობრივ ბკაფილიალს, რებსაც მეთაურობდა ა. ჯაფარიძის სახ. ცენტრ. სამეცნ. ბკა, მეორე კი აერთიანებდა 12 საბავშვო ბკას, რ-საც მეთაურობდა ნ. ნაკაშიძის სახ. ბკა. 1996 წ. 16 იანვარს საქართვ. პარლამენტმა მიიღო `საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ”. თის ძირითადი ბკებია: საქართვ. პარლამენტის ეროვნ., მეცნ. აკად. – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, სახელმწ. უნტის, აგრეთვე უმაღლეს სასწავლებლებთან მოქმედი ბკები – პედ. ბკა, მ. ჯავახიშვილის სახ. მთავარი ბკა და მისი ფილიალები.

წიგნის მაღაზია ცოდნა.png

საქართველოში სიძველეთა დაცვის ტრადიციები შორეული დროიდან არსებობდა, რასაც მოწმობს ისტ. წყაროებში დაცული ცნობები. თის ტერიტორიაზე სამუზეუმო კოლექციები დადასტურებულია XVIII ს. დასაწყისში (სამეფო სასახლის სალარო). XIX სში კერძო კოლექციონერობის გავრცელებამ დააჩქარა მუზეუმების ჩამოყალიბება; მათ აარსებდნენ საზბებთან, კომიტეტებთან და უწყებებთან. 1852 დაარსდა კავკ. მუზეუმი, 1855 – სას.სამ. მუზეუმი, 1885 – კავკ. სამხ.ისტ. მუზეუმი ფ. ა. რუბოს, ი. კ. აივაზოვსკის და სხვა მხატვართა სურათების მდიდარი კოლექციით. იმავე წელს პირველმა ქართველმა ფოტოგრაფმა ა. როინაშვილმა შექმნა კერძო მოძრავი მუზეუმი. 1887 დაარსდა კავკასიის სააბრეშუმო სადგური, 1888 – საეკლ. მუზეუმი (ე.წ. სიძველეთსაცავი), 1889 – შინამრეწველობის მუზეუმი, 1901 – პედ. მუზეუმი, 1908 – საისტორიოსაეთნოგრაფიო საზბის მუზეუმი, 1910 – ქალაქის მუნიციპალური მუზეუმი (იხ. თბილისის ისტორიის მუზეუმი). 1914 თ-ში ანასტასიას ქუჩაზე საფრანგეთის მოქალაქე გ. ტორომანოვმა საკუთარი კოლექციების ბაზაზე დააფუძნა `თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი”. 1920 დაარსდა საქართვ. ეროვნ. გალერეა.

სააბრეშუმო სადგური.jpg

1921, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, ყველა მუზეუმი დაექვემდებარა განათლების სახ. კომისარიატის მუზეუმების მთ. სამმართველოს. საეკლ. და რელიგ. საზბების ქონება სახელმწ. კუთვნილება გახდა, აიკრძალა კულტ. და განათლების საგნების გატანა რესპ. ფარგლებს გარეთ. გაჩნდა ახ. პროფილის მუზეუმები, მაგ., რევ. მუზეუმი. 1927 დაარსდა თეატრ., 1932 – საქართვ. ებრაელთა ისტ.ეთნოგრ., 1937 – საბავშვო სათამაშოების მუზეუმები და სხვ. 1991 საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენამ განაპირობა ძირეული ცვლილებები სამუზეუმო სისტემაში: გაუქმდა საბჭ. იდეოლოგიით განსაზღვრული მუზეუმები, მოხდა მათი ნაწილის რეორგანიზაცია და ახლებური გააზრება; მუზეუმების ძირითადი ნაწილი დაექვემდებარა კულტ. სამინისტროს, საქართვ. სამუზეუმო სისტემამ თანდათანობით დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში; გაჩნდა კერძო მუზეუმები და სამხატვრო გალერეები.

კავკასიის მუზეუმი.jpg

თ-ში არის საქართველოს ეროვნული მუზეუმი – დიდი სამუზეუმო გაერთიანება, რ-შიც შედის: ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმი, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი, ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), გ. ჩიტაიას სახ. ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ოკუპაციის მუზეუმი; ე. ახვლედიანის, მ. თოიძის, ი. ნიკოლაძის, უ. ჯაფარიძის სახლმუზეუმები; აგრეთვე – გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი ფილიალებით; თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი; ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; ეროვნული გალერეა; არქეოლ. მუზეუმი; ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი; აბრეშუმისა და ფულის მუზეუმები; დ. ბააზოვის სახ. საქართვ. ებრაელთა ისტორიის მუზეუმი; საბუნებისმეტყველო მუზეუმი `ცხოველთა სამყარო”; კინოს ისტორიისა და თოჯინების მუზეუმები; მ. შენგელიას სახ. ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი;

სპორტის მუზეუმი.jpg

სპორტის მუზეუმი; N1 აფთიაქმუზეუმი; ჰაერნაოსნობისა და ავიაციის ისტორიისა და რკინიგზის ისტორიის მუზეუმები; სმირნოვების სახლი – `კავკასიური სახლი”; ი. გრიშაშვილის ბკამუზეუმი; დენდროლოგიური მუზეუმი (ბოტან. ბაღი); ანიმაციური თოჯინების მუზეუმი; გეოფიზ. მეცნ. ისტ. მუზეუმი; მინერალების კავშირგაბმულობის ოლიმპიური და ფოტოგრაფიის მუზეუმები; ავლაბრის არალეგალური სტამბამუზეუმი; მირზაფათალი ახუნდოვის საქართველოაზერბაიჯანის კულტ. ურთიერთობების მუზეუმი; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; 18 სახლმუზეუმი. თ-ში მოქმედებს 20ზე მეტი კერძო გალერეა. მ. ბაქრაძე. თ. ალიბეგაშვილი.

მირზაფათალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმი.jpg