ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი სოფ. გურჯაანი.png


ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი, დაარსდა 1981 სოფ. გურჯაანში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი), ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში. სახლ-მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახი-ობისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები: XIX ს. დასასრულისა და XX ს. დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი (რუსული და ფრანგ. ფაიფური), ფერწერული, გრაფი-კული, სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა, სხვადასხვა დოკუმენტები; ვ-ის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები მსახიობის მონაწილეობით. სახლ-მუზეუმში დაცულია აგრეთვე კახეთის მხარისათვის დამახასიათებელი ყოფის ეთნოგრ. მასალები, წარმოდგენილია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლ. ნივთები – სულ 5300 ექსპონატი. მუზეუმის პარტნიორი ორგანიზაციაა საქართვ. თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტი.



ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი ინტერიერი.png