ოგიუბა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ ო გ Ω უ ბ ა, გ Ω უ გ უ Ω ბ ა, დასახლებული პუნქტი ისტორიულ არტაანში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. ახლანდ. სახელწოდებაა ბინბაშაქი (Binbaşak). როგორც ჩანს, გოგΩუბა-გΩუგუΩბა, ძვ. ქართ. ტოპონიმის დამახინჯებული ფორმაა. ე. თაყაიშვილისა და პ. ზაქარაიას ვარაუდით, ადრე სოფელს უნდა რქმეოდა გიორგობა, ხოლო ს. ჯიქიას მიხედვით – გუგუბა. უფრო საფიქრებელია, რომ პუნქტის თავდაპირველი სახელწოდება იყოს გოგუბანი. სოფლის შორიახლოს, ვრცელ მინდორზე, იდგა X ს. შუა ხანების ეკლესია, რ-იც დაანგრიეს XX ს. 70- იან წლებში. 1902 ძეგლი ნახა და აღწერა ე. თაყაიშვილმა. ეკლესია წარმოადგენდა გუმბათიან ნაგებობას რადიალურად განლაგებული ექვსი ერთნაირი აფსიდით. გარედან ძირითად კორპუსს თორმეტწახნაგა ფორმა ჰქონდა. აფსიდებს შორის ფასადებზე მაღალი სამკუთხა ნიშები იყო შეჭრილი. გუმბათი ეყრდნობოდა აფსიდების შვერილებს. ცენტრ. ჰექსაგონის კუთხეებში, აფსიდთა კონქების თაღებს შორის გამოყვანილ ტრომპებში, ჩასმული იყო რელიეფური გამოსახულებები (ადამიანის თავი, ირემი, ლომი). რელიეფები ამკობდა მცირე ტრომპებსაც გუმბათის ექვსწახნაგა ყელის ზედა კუთხეებში. ეკლესიის კედლები შიგნით და გარეთ მოპირკეთებული ყოფილა სუფთად გათლილი ქვებით (კედლების დიდი ნაწილი ე. თაყაიშვილს უკვე საკმაოდ დაზიანებული დახვდა). ლიტ .: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; Т а к а й ш в и л и Е. С., Христианские памятники, «Материалы по археологии Кавказа», 1909, в. 12. ვ. ბერიძე. დ. ხოშტარია.