რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

'რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი სოფელ ქისტაურში (ახმეტის მუნიციპალიტეტი), დაარსდა 1951. მუზეუმი განთავსებულია XVIII ს. ბოლოს აშენებულ პოეტის მამის საცხოვრებელ სახლში. ექსპოზიცია შედგება 4 საგამოფენო დარბაზისა და სამუშაო ოთახისაგან. მუზეუმში დაცულია ე-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, უნიკალური ფოტოალბომი, მემორიალური საყოფაცხოვრებო ნივთები: საწერი მაგიდა, კლავესინი, ხალიჩები, სკივრი, ჭურჭელი, ქართველ კლასიკოსთა ფერწერული ტილოები და სხვ., სულ 6003 სხვადასხვა სახის სამეცნ. და დამხმარე მასალა. მუზეუმში მოქმედებს სხვადსხვა საგანმან. პროგრამა: მოძრავი გამოფენები სკოლებში, ღია გაკვეთილები მუზეუმში, სასწ.- შემეცნებითი ექსკურსიები; მუზეუმთან მუშაობს ლიტ. სალონი. თხზ.: თხზულებანი ოთხ ტომად, ტფ., 1935–38; თხზულებანი. ლექსები. – პოემები, თბ., 1974. ლიტ.: ვაშაყმაძე შ., რაფიელ ერისთავი, თბ., 1974; ზანდუკელი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 2, თბ., 1954; კოტეტიშვილი ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1959; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 4, თბ., 1974; ჯაგოდნიშვილი თ., რაფიელ ერისთავი და ხალხური შემოქმედება, თბ., 1979; მისივე, რაფიელ ერისთავი, თბ., 1986.შ. ვაშაყმაძე.

რაფიელ ერისთავის სახლმუზეუმი.jpg