როგორ ვისარგებლოთ ენციკლოპედიით

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენციკლოპედია "საქართველოში" სტატიები მათი სახელწოდებების (ტერმინების) მიხედვით ანბანზეა დალაგებული, ამასთან, გათვალისწინებულია სტატიის სახელწოდებაში შემავალი ყველა სიტყვის (გარდა ფრჩხილებში ჩასმულისა) ასოთა ანბანური რიგი. ტერმინი, ჩვეულებრივ, მხოლოობით რიცხვშია მოცემული, თუ იგი სამეცნიერო ლიტერატურაში მრავლობითის ფორმით არ არის დამკვიდრებული. თანამოსახელე ტერმინები გაწყობილია ქრონოლოგიის, მნიშვნელობის, წარმომავლობასადაურობის მიხედვით, მეფეებისა და სხვათა სახელები _ ნუმერაციის მიხედვით (გიორგი I, გიორგი II და ა. შ.); აქ ნუმერაციის სახელწოდება ანბანურ რიგს არ ექვემდებარება. ასევე, გიორგი V გურიელი მოიძებნება გიორგი გურიელზე (გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევა, როცა ციფრს ბრუნვის ნიშანი ახლავს. მაგ., აბას I­ის ლაშქრობანი საქართველოში). თუ სტატიის სახელწოდება ორი ან მეტი სიტყვისაგან შედგება, უპირატესად წარმოდგენილია პირდაპირი წყობით, მაგ., გურჯაანის ყველაწმინდა. ზოგჯერ გამოყენებულია ინვერსიული (შებრუნებული) წყობაც, მაგ., ემბრიოლოგია მ ც ე ნ ა რ ე თ ა (ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე აზრობრივად მთავარი სიტყვაა). თუ სტატიის სახელწოდებას მოსდევს მისგან მძიმით გამოყოფილი (ან ფრჩხილებში ჩასმული) და დაყოფით აწყობილი ერთი ან რამდენიმე სიტყვა, ეს ნიშნავს, რომ იგი ძირითადი ტერმინის პარალელურად იხმარება, მისი სინონიმი ან დაზუსტებაა. მაგ., გიორგი მთაწმიდელი, გ ი ო რ გ ი ა თ ო ნ ე ლ ი; დონის მონასტერი მ ო ს კ ო ვ შ ი და ა.შ. ზოგჯერ შემოკლებულია მრავალსიტყვიანი ტერმინი, რაც ენციკლოპედიური გამოცემის სპეციფიკით არის განპირობებული. ასეთ შემთხვევაში ტერმინის სრული ფორმა ან მისი ნაწილი აწყობილია დაყოფით. მაგ., რუსთაველის თეატრი, თ ბ ი ლ ი ს ი ს შ ო თ ა რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ა კ ა დ ე მ ი უ რ ი დ რ ა მ ა ტ უ ლ ი თ ე ა ტ რ ი. უცხოური წარმოშობის ტერმინს ერთვის ეტიმოლოგიური ცნობა; როცა ერთნაირი სახელწოდების სტატიები ერთიმეორის მიყოლებით არის დალაგებული და ეს სიტყვები ერთი და იმავე წარმომავლობისაა, ეტიმოლოგიური ცნობა ახლავს მხოლოდ ერთ მათგანს, როგორც წესი – პირველს. იმ სტატიების სახელწოდებებს, რომლებიც ეძღვნება საზღვარგარეთის მოღვაწეებს, პერიოდულ გამოცემებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ა. შ., ფრჩხილებში