ფიზიკური და ქიმიური თვისებები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიზიკური და ქიმიური თვისებები. ვ. თეთრი ფერის პლასტიკური ლითონია, კარგად პრიალდება, განეკუთვნება კეთილშობილურ ლითონებს. ხასიათდება მაღალი ელექტრო- და სითბოგამ-ტარობით, არეკვლის საუკეთესო უნარით (უახლოვდება 100 %). ვ-ს აქვს ელემენტთა პერიოდული სისტემის I ბ ქვეჯგუფის ელემენტისათვის დამახასიათებელი ქიმ. თვისებები. ნაერთებში ჩვეულებრივ, ერთვალენტიანია. მოთავსებულია ძაბვის მწკრივის ბოლო რიგში. ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ვ. O2, N2, H2-თან არ ურთიერთქმედებს. თავისუფალი ჰალოგენებისა და გოგირდის მოქმედებით ვ-ის ზედაპირზე წარმოიქმნება მცირედ ხსნადი ჰალოგენებისა და სულფიდის Ag2S (რუხი-მოშავო ფერის კრისტალები) დამცავი აფსკი. ატმოსფეროს გოგირდწყალბადის (H2S) გავლენით ვ-ის ნაკეთობათა ზედაპირზე თხელი აფსკის სახით Ag2S წარმოიქმნება, რაც ამ ნაკეთობათა გამუქებას იწვევს. ვ-ის ქვეჟანგი Ag2O და ჟანგი AgO მდგრადი ჟანგეულებია.