“ერთხელ ვიხილე”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ერთხელ ვიხილე”, ქართული ხალხური სიმღერა, ქალაქური ფოლკლორის დასავლური შტოს ერთ-ერთი ნიმუში. ჩაიწერა გ. ჩხიკვაძემ, ტექსტი ეკუთვნის კ. ერისთავს. თავდაპირველად სიმღერა ერთხმიანი იყო, სრულდებოდა გიტარის თანხლებით. შემდეგ მან სამხმიანი საგუნდო სიმღერის სახე მიიღო. სრულდება როგორც საკრავის თანხლებით (გიტარა, ფორტეპიანო), ისე – უსაკრავოდ. სიმღერის მელოდია ემყარება რბილ, ვალსისებურ მოძრაობებს. ა. კერესელიძემ ეს სიმღერა მცირეოდენი ცვლილებებით შეიტანა კინოფილმ “ქეთო და კოტეში”, ხოლო შ. თაქთაქიშვილმა უცვლელად – ოპერა “დეპუტატში”. სიმღერა დღესაც პოპულარულია. ლიტ.: მშველიძე ა., ქართული ქალაქური ხალხური სიმღერები, გრ. ჩხიკვაძის რედ., თბ., 1970. ნ. ციციშვილი.