“ერისიონი”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ერისიონი”, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ერთ-ერთი უძველესი ანსამბლი საქართველოში. ანსამბლს “ერისიონი” ეწოდა 1999 [ერისიონი – ცისიერი, მთის თავს ზეითი (საბა)]. ამ სახელწოდებით ანსამბლმა თავისი შემოქმედებითი განვითარების ახ. ეტაპი დაიწყო, ტრიუმფით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და საერთაშ. აღიარება მოიპოვა. დაწვრილებით იხ. სტ. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი”.