“ერის დიდება”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ერის დიდება” (“Grandeur de la Nation”), ჟურნალი, გამოდიოდა პარიზში 1953–58 სულ გამოვიდა ექვსი ნომერი (1953 – #1, #2; 1954 – #3, #4; 1958 – #5, #6). ჟურნალს რედაქტორობდა ა. მანველიშვილი. “ე. დ.” აქვეყნებდა მასალებს პოლიტიკის, მეცნიერების, ხელოვნების შესახებ. მასთან თანამშრომლობდნენ: ე. მაყაშვილი, ა. მანველიშვილი, ვ. ნოზაძე, შ. კალანდაძე. ჟურნალის სრული კომპლექტი დაცულია თსუ-ის ქართ. ემიგრაციის მუზეუმსა და გ. შარაძის კერძო კოლექციაში.