“ეშმაკის მახე”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ეშმაკის მახე”, ყოველკვირეული ლიტერატურულ-იუმორისტული ჟურნალი; გამოდიოდა თბილისში 1911, სულ გამოიცა 15 ნომერი. რედ.-გამომცემელი – გ. ჯაჭვაძე. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ: ნ. კალანდაძე (ეშმაკი), გ. ქუჩიშვილი, ა. ბრეგვაძე, ვ. მალაქიაშვილი, შ. შარაშიძე (თაგუნა) და სხვ. კარიკატურები ეკუთვნის ო. შმერლინგს. ი. ლორთქიფანიძე.