“ზაკავკაზსკაია რეჩ”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ზაკავკაზსკაია რეჩ”, რუსულენოვანი ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სალიტერატურო გაზეთი. გამოდიოდა 1910–16 თბილისში. რედაქტორები: გ. ფალავანდოვი (1910–12), დ. დუმბაძე, კ. თუმანოვი (1912–16); გამომცემელი – ე. გორდელაძე. დაარსდა ორი რედაქციის: “ნოვაია რეჩის” და “ზაკავკაზსკოე ობოზრენიეს” გაერთიანების შედეგად. 1914 კავკასიაში გამომავალი რუსულენოვანი პერიოდული ორგანოების სიაში, რ-იც თბილ. ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტმა შეადგინა, “ზ. რ.” ცენზურის თვალსაზრისით მიჩნეული იყო არასაიმედო გამოცემად; 1916 წ. 23 იანვრის ნომერი (#18) დააპატიმრეს, ამავე წელს შეწყდა კიდეც მისი გამოცემა, რაც დაკავშირებული იყო საცენზურო კომიტეტის რეორგანიზაციასა და თბილისში პერიოდულ გამოცემათა ერთი ჯგუფის გაუქმებასთან. ლიტ.: ანანიაშვილი ნ., გაზეთი “ზაკავკაზსკაია რეჩ” (1910–16 წწ.), «მაცნე». ენისა და ლიტ. სერია, 1992, #1. ნ. ანანიაშვილი.