“ზამთარი”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ზამთარი”, ქართული (ქართლ-კახური) ხალხური, ე. წ. “გრძელი” სუფრული სიმღერა. აგებულია “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთ სტროფზე (“ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან...”). სიმღერაში ნათლად შეინიშნება ლიტ. პირველწყაროდან მომდინარე ფილოს. ჩაფიქრება, რაც მუსიკის ხასიათითაც გამოიხატება. სიმღერა სამხმიანია, შედგება რამდენიმე მუხლისაგან და ზოგიერთი ვარიანტი ბოლოვდება აღმავალი სეკვენციებით. სხვა სუფრულების მსგავსად სიმღერაში ორი მთქმელი ავითარებს მელოდიურ ნახაზს გაბმული (ბურდონული) ბანის ფონზე. ლიტ.: ჩიჯავაძე ო., ქართული (კახური) ხალხური სიმღერები, ნაწ. 1, თბ., 1962; ჩხიკვაძე გრ., ქართული ხალხური სიმღერა, თბ., 1960. ი. ჟორდანია.