“ზარი”, პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ზარი”, პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1906–07 კვირაში ორჯერ. 1906 გამოვიდა #1–5; 1907 – #6–8. სულ გამოვიდა 8 ნომერი. რედ.-გამომცემელი – ნ. კურდღელაშვილი. დაიხურა თბილ. გენ.-გუბერნატორის განკარგულებით.