“ზვარე”, ნახშირორჟანგიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


“ზვარე”, ნახშირორჟანგიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი სამკურნ. და სუფრის მინერ. წყალი. საბადო მდებარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდ. ჩხერიმელის მარცხ. შენაკად ზვარულის ხეობაში, სოფ. ზვარის ტერიტორიაზე. მინერ. წყლის საბადო დაკავშირებულია ზედაცარცული კარბონატული ქანების ძლიერ დანაპრალიანებულ უბანთან, რ-იც დაფარულია ალუვიური ნალექებით. წყალი აღმოაჩინეს 1932. წყლის მარაგი (დებიტი) შეფასებით არის 15–20 3 დღ-ღ. ქიმ. შედგენილობა:

Formula 1.png

ტემპ-რა 13–170c. წყალში აღმოჩენილია ბიოლოგიურად აქტ. ზოგიერთი მიკროკომპონენტი (ბრომი, იოდი და სხვ.). 2012-მდე ხდებოდა მინერ. წყლის ჩამოსხმა (იხ. შპს “ზვარე”). “ზ-ს” იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების (ქრონ. გასტრიტი, კოლიტი, პანკრეატიტი, ღვიძლისა და ნაღველმდენი გზების დაავადებანი და სხვ.) სამკურნალოდ და ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი მოშლილობის (ალიმენტური სიმსუქნე, ნიკრისის ქარი, ოქსალურია, ფოსფატურია და სხვ.) დროს. ტ. ჩიჩუა. ვ. ჯალიაშვილი.


ზვარე მინ წყალი.png