“თბილისი”, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“თბილისი”, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი. თავდაპირველად საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის შემადგენელი ნაწილი იყო. 1983-იდან ანსამბლს დაერქვა `თბილისი”, 1990-იდან კი ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ შემოქმედებით კოლექტივად. დაარსების დღიდან მისი უცვლელი ხელმძღვანელია საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე რ. გოგოლაშვილი. ანსამბლის რეპერტუარში ძირითადად ქართ. ხალხ. სიმღერები, ქართ. საგალობლები და ქართვ. კომპოზიტორთა ნაწარმოებებია. ანსამბლი `თ.” ძალზე ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა. არსებობის განმავლობაში მას 5000-ზე მეტი კონცერტი აქვს ჩატარებული, აქედან 3000-ზე მეტი – ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ანსამბლმა დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. სხვადასხვა დროს ანსამბლში მღეროდნენ: ა. ყურაშვილი, ბ. სორდიძე, გ. დოლიძე, ბ. გუგავა, ნ. გამგებელი, გ. ასათიანი, მ. თალაკვაძე, და სხვ. 2000-იდან ანსამბლის შემადგენლობა ასე ჩამოყალიბდა: რ. გუნიავა, რ. ხუციშვილი, თ. წულაური, ზ. მამალაძე, ნ. აფხაიძე, ვ. დოლიძე, ი. სორდია, ო. ლომიძე, კ. ბერიშვილი, ზ. შალამბერიძე. 2003–12 წლებში ანსამბლს გარკვეული მიზეზების გამო საქართველოში არც ერთი კონცერტი არ ჩაუტარებია, თუმცა ქვეყნის გარეთ (ჰოლანდია, ესტონეთი, შვედეთი, უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი) წარმატებით გამართა 1000-მდე კონცერტი. დღეისათვის (2015) ანსამბლის შემადგენლობაში არიან რ. გოგოლაშვილი (ხელმძღვ.), ზ. მამალაძე, რ. გუნავა, რ. ხუციშვილი, გ. გოგიტიძე, კ. ასლანიშვილი, თ. მამალაძე. ანსამბლს გამოშვებული აქვს ფირფიტა `გიგანტი”, აუდიოკასეტა და 3 კომპაქტდისკი. `თ.” დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ნ. გელოვანი.


თბილისი ვაჟთა ვოკალური ანსაბლი.jpg