„ერი“

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაზეთი.png

„ერი“, ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1909 წ. 13 სექტემბრიდან 1910 წ. 22 ნოემბრამდე; რედ.-გამომცემელი – პ. სურგულაძე (1909 გამოვიდა ჟურნალის 1–2 ნომერი, ხოლო 1910 – 1–26). ბოლო ნომრის რედაქტორი იყო ს. მგალობლიშვილი. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ: კ. აბაშიძე, ა. ფრონელი (ყიფშიძე), ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ფ. გოგიჩაიშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, ა. შანშიაშვილი და სხვ. 1909 სექტემბრის ბოლოს (II ნომრის გამოსვლის შემდეგ) ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით ჟურნალი დროებით დაიხურა. განახლდა 1910 თებერვლიდან. შუალედში „ე-ის” ნაცვლად გამოდიოდა „ჩვენი ერი” (1909 წ. 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე), „ქართველი ერი” (1909 წ. 11 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე), „საქართველოს მოამბე” (1909 წ. 1 ნოემბრიდან 1910 წლის 24 იანვრამდე), „მოამბე” (1910 წ.). ი. ლორთქიფანიძე. “ერი”, ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, ეროვნ.-დემოკრ. მიმართულებისა. გამოდიოდა ქუთაისში 1913–14 (რედ.-გამომც. – გ. ბრეგაძე) გაზ. „იმერეთის” ნაცვლად. თანამშრომლები: გ. გველესიანი, ს. გერსამია, შ. ვარდიძე, თ. ხუსკივაძე და სხვ. გამოვიდა 82 ნომერი. დაიხურა ადგილ. მთავრობის განკარგულებით. რედაქტორს მიესაჯა 3 კვირით პატიმრობა. “ერი”, ყოველდღიური გაზეთი, საქართველოს დემოკრატიული პარტიის ქუთაისის საოლქო კომიტეტის ორგანო; გამოდიოდა ქუთაისში 1921. დაიბეჭდა 16 ნომერი (მთ. რედაქტორი – კ. კაპანელი).