„თავისუფალი საქართველო”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„თავისუფალი საქართველო”, ყოველთვიური 24გვერდიანი ჟურნალი. იბეჭდებოდა პაპიროსის ქაღალდზე. ქართვ. სეპარატისტთა ჟენევის ჯგუფის (პ. სურგულაძე, ლ. კერესელიძე, გ. კერესელიძე, ნ. მაღალაშვილი) ორგანო. გამოდიოდა ჟენევაში 1913 (N1 – იანვარი; N12 – დეკემბერი); 1914 (N1 – იანვარი; N12 – დეკემბერი). რედაქტორები: პ. სურგულაძე, ლ. და გ. კერესელიძეები. ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 1913 წლის იანვარში, ქ. ჟენევაში. იგი 24გვერდიანი იყო. ჟენევიდან საქართველოში ამ ჟურნალის 2 ნომერი (1913, N2 და 1914, N3) ბიბლიოგრაფმა გ. ბაქრაძემ ჩამოიტანა. ჟურნალში იბეჭდებოდა ანონიმური სტატიები: `ქართველი ერი და ეროვნული ერთობა”, `ერის დამოუკიდებლობა და ისტორია”, `უბედური ნაბიჯი, ჩეხთა ეროვნული საბჭო”, `რისთვის უნდა ქართველ ერს საკუთარი სახელმწიფო”, `ქართველი ერი და მოაზროვნე ქართველობა”, `ტერიტორიის შესახებ”, `საქართველო დევნილი რუსის სამეფო ძალის მიერ” და ა. შ. XX ს. 40-იან წლებში ჟურნალი დაცული ყოფილა საქართვ. სარევოლუციო მუზეუმში. ერთი ნომერი (1914 წ. 4 აპრილი), რ-იც აღმოჩენილი იყო სტამბოლის ქართვ. კათოლიკეთა მონასტერში, ამჟამად ინახება ქართ. ემიგრაციის მუზეუმში (გ. შარაძის კერძო კოლექცია), პირველი მსოფლიო ომის დროს „ქართველ სეპარატისტთა ჯგუფის“ ანუ „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ და მისი ორგანოს „თავისუფალი საქართველოს“ მოღვაწეობაზე ყველაზე უფრო ვრცელ ნარკვევს გვთავაზობს კ. სალია, რ-იც გამოქვეყნებულია ჟურნალში „ბედი ქართლისა“ (N39–40, პარიზი, 1962), საიდანაც ვიგებთ უშუალო პირველწყაროზე დამყარებულ უნიკალურ ცნობებს ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესახე

თავისუფალი საქართველოს ხმა.png