„თავისუფლების ტრიბუნა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„თავისუფლების ტრიბუნა”, ჟურნალი (1974 – 1984), ორგანიზაცია `საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლთა” პერიოდული ორგანო. რედაქციის წევრები იყვნენ: ლ. ზურაბიშვილი, მ. გრიგოლია, გ. წერეთელი. გამოდიოდა პარიზში. ჟურნალის რედ. იყო გ. წერეთელი. ფართო და მრავლისმომცველია ჟურნალის თემატიკა, მდიდარია მისი ჟანრობრივი პალიტრა. ჟურნალის ავტორები იყვნენ: ვ. ნოზაძე, კ. ინასარიძე, ზ. გამსახურდია, რ. ჯაფარიძე, ა. ბაქრაძე, მ. ფოცხიშვილი და სხვ. `თ. ტ-ის” 1981 წლის 35-ე ნომერი საგანგებოდ ეძღვნება გრიგოლ რობაქიძის დაბადების 100 წლისთავს, რ-შიც არაერთი საგულისხმო პირველწყაროა თავმოყრილი დიდ ქართვ. მწერალზე.