VII. კულტურა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

VII. კულტურა. საუკუნეთა განმავლობაში თ. იყო ლიტერატურულკულტურული საქმიანობის მთავარი კერა. თბილისელ მწერლებს ინტენს. ურთიერთობა ჰქონდათ როგორც საქართვ. სხვადასხვა კუთხეში არსებულ საგანმან. კერებთან, ისე საზღვარგარეთის ქართ. სამეცნ.ლიტ. ცენტრებთან. ჩვენთვის ცნობილი პირველი ნაწარმოები, რიც თ-შია დაწერილი, არის იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება” (VIII ს.). ეროვნ. მწერლობის წინსვლაგანვითარებას დიდად უწყობდა ხელს დავით აღმაშენებელი. მისი „გალობანი სინანულისანი” კი ქართ. ჰიმნოგრაფიის შესანიშნავი ნიმუშია. თამარ მეფის სასახლე მწერლებისა და მეცნ. საკრებულო იყო. თამარის ეპოქაში დაიწერა ქართვ. ხალხის სულიერი კულტ. შედევრი – შოთა რუსთაველის `ვეფხისტყაოსანი”. მონღოლთა ბატონობის შემდეგ თ-ის ლიტ. ცხოვრება კვლავ გამოცოცხლდა. დაიწყო საგმიროსარაინდო თხზულებების თარგმნა, განვითარდა საისტ. მწერლობა, განსაკუთრებით – საისტ. ეპოსი, ლექსიკოგრაფია. ასპარეზზე გამოჩნდნენ მეფეპოეტები თეიმურაზ I და არჩილ II. თ-ის ლიტ. ცხოვრების გამოცოცხლების პროცესი კიდევ უფრო აქტიური გახდა XVIII ს. I მეოთხედში, ვახტანგ VI-ის მეფობის დროს. თ-ში დაიწერა ს.ს. ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა”, აქვე შეადგინა მან „სიტყვის კონა”. კულტ. განვითარებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თ-ში პირველი სტამბის დაარსება (1708–09) და საგამომცემლო საქმიანობის გაჩაღება. აქ დაიბეჭდა არა მხოლოდ სას. წიგნები, არამედ სასკოლო სახელმძღვანელოც და, რაც მთავარია, – `ვეფხისტყაოსანი” (1712). რუსთაველის პოემის პირველ გამოცემას ვახტანგ VI-მ დაურთო სპეც. გამოკვლევა. ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ თეიმურაზ II, ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი). არისტოკრატიულმწიგნობრული ლიტრის გვერდით შეიქმნა აშუღური პოეზია, რის თავკაცი იყო მგოსანი და მომღერალი საიათნოვა.

ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა.jpg

XIX სიდან ქართ. საზ.პოლიტ. და კულტურულ ცხოვრებაში ახ. ერა დაიწყო. რუსეთმა საქართველო გუბერნიებად აქცია. დამპყრობლურმა პოლიტიკამ გამოძახილი პოვა იმ დროის ქართვ. მწერალთა შემოქმედებაში, განსაკუთრებით კი ნ. ბარათაშვილის თავისუფლების სულისკვეთებით გამსჭვალულ პოეზიაში. 1832 თავადაზნაურთა შეთქმულებას თავკაცობდნენ და მასში მონაწილეობდნენ მწერლები: ა. ჭავჭავაძე, ს. დოდაშვილი, გ. ორბელიანი, ა. ორბელიანი და სხვ. ტრაგიკულმა ისტორიულმა მოვლენებმა და ევრ. კულტურასთან ზიარებამ ქართ. მწერლობაში დასაბამი მისცა ახ. მიმართულებას – რომანტიზმს, რის მწვერვალად მიჩნეულია ნ. ბარათაშვილის პოეზია. 1832 წ. იანვრიდან ს. დოდაშვილის თაოსნობით იბეჭდებოდა პირველი ქართ. საზ.ლიტ. ჟურნ. `სალიტერატურო ნაწილი ტფილისის უწყებათანი” (გამოვიდა ხუთი ნომერი). ს. დოდაშვილმა თავის ნარკვევებში ახ. ლიტ.ესთეტ. შეხედულებებიც ჩამოაყალიბა. ქართვ. მწერლები ურთიერთობდნენ ა. გრიბოედოვთან, ა. პუშკინთან, მ. ლერმონტოვთან, ა. დიუმასთან, რის შედეგადაც დაიწერა მათი კავკ. თემაზე შექმნილი ნაწარმოებები. ინტენსიურად ითარგმნა ევრ. და რუსი მწერლების (ვოლტერი, უ. შექსპირი, ა. პუშკინი და მრავალი სხვ.) საუკეთესო ნიმუშები. თ-ში გაჩნდა ლიტ. სალონები (იხ. სტ. ლიტერატურულ-მუსიკალური სალონები). გ. ერისთავმა 1852 დააარსა ჟურნ. „ცისკარი”, რ-ის გამოცემაც ი. კერესელიძემ განაახლა 1857. სულ უფრო მეტ ძალას იკრებდა მწერალთა ახ. ჯგუფი, რთა სახელებს უკავშირდება ჩვენში კრიტ. რეალიზმის ჩასახვა და მომძლავრება.

რა გადაურჩა თბილისი.jpg

XIX ს. 60–70იანი წლები ქართ. ლიტრის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო. ამ დროს გამოვლინდა ქართ. ეროვნ. ენერგია და შემოქმედებითი ძალა. მწერლობა გამდიდრდა კლასიკური მხატვრული ნაწარმოებებით. ყოველივე ამის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო სამოციანელთა, ანუ „თერგდალეულთა” თაობა მისი ლიდერების – ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის ხელმძღვანელობით. პეტერბურგიდან თში დაბრუნებულმა, ევრ. სინამდვილესა და კულტურას ნაზიარებმა „თერგდალეულებმა” თავიანთ უპირველეს მოვალეობად მიიჩნიეს მთვლემარე საზ. ცხოვრების გამოფხიზლება, ერის ენერგიის ამოქმედება, პროგრ. იდეების გავრცელება, ეროვნ. ოპტიმიზმის შთაგონება. `თერგდალეულთა” პირველი თაობის ეროვნ. და სოც. კონცეფციას ერთგულ თანამდგომებად გამოუჩნდნენ ქართვ. კლასიკოსები: ვაჟაფშაველა, ა. ყაზბეგი, ი. გოგებაშვილი, დ. კლდიაშვილი, რებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული თის სალიტ. ცხოვრებასთან. ისინი ბეჭდავდნენ თავიანთ ეპოქალურ მხატვრულ თუ პუბლიც. ნაწარმოებებს და უფროს თანამზრახველებთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდნენ პერიოდულ პროგრ. გამოცემებთან („დროება”, „კრებული”, „მნათობი”, „ივერია”, „ჯეჯილი” და სხვ.). „თერგდალეულთა” და მათ მიმდევართა წყალობით თ-ში შეიქმნა მძლავრი ქართ. მთარგმნელობითი სკოლა, რ-ის შედეგადაც მკითხველი მშობლიურ ენაზე გაეცნო მსოფლიო ლიტრის მრავალ კლასიკურ ნიმუშს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ი. ჭავჭავაძისა და ი. მაჩაბლის ერთობლივი საქმიანობა უ. შექსპირის პიესების თარგმნაზე, რიც შემდეგ ი. მაჩაბელმა გააგრძელა.

ძველი თბილისის სურათები.jpg

XX ს. დასაწყისიდანვე თში შეიქმნა ახ. ლიტ. გაერთიანებები, რამაც უფრო იმრავლა 20იან წლებში. 1908 დაარსდა „ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოება” (თავრე გ. რცხილაძე), 1917 – „ქართველ მწერალთა კავშირი” (თავრე კ. მაყაშვილი). 1917 თ-ში აგრძელებდა მოღვაწეობას „ცისფერყანწელთა” ჯგუფი (პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, კ. ნადირაძე, გ. ლეონიძე, რ. გვეტაძე და სხვ.). XX ს. 20იანი წლების დასაწყისში დაარსდა „აკადემიური მწერლობის კავშირი” (ა. აბაშელი, მ. ჯავახიშვილი, ლ. ქიაჩელი, გ. ქიქოძე, კ. გამსახურდია, ი. გრიშაშვილი, შ. დადიანი, პ. ინგოროყვა და სხვ.). საბჭ. ხელისუფლებამ შვა ე. წ. „პროლეტარული მწერლობა”. 1922 შეიქმნა ფუტურისტ მწერალთა გაერთიანება (შემდეგ – `ხელოვანთა მემარცხენე ფრონტი”). ლიტ. გაერთიანებათა გარეთ იდგნენ, ან ნაკლებად მონაწილეობდნენ, მათ საქმიანობაში, გ. ტაბიძე, ვ. ბარნოვი, ნ. ლორთქიფანიძე და სხვ. 1928 ყველანი გააერთიანეს „საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციაში”.

თბილისი ენციკლოპედია.jpg

ამავე პერიოდში თ-ში მრავალი სალიტ. ჟურნ.გაზ. დაარსდა: `მნათობი”, `სალიტერატურო გაზეთი” (შემდგომში – `ლიტერატურული საქართველო”) და სხვ. 1928 თ-ში დაარსდა საქართვ.საბჭ. მწერლების გამომც. „ფედერაცია” (შემდგომში – „საბჭოთა მწერალი”, „ლიტერატურა და ხელოვნება”, 1968იდან დღემდე – „მერანი”). 1931 ტ. ტაბიძისა და გ. ლეონიძის თაოსნობით დაარსდა ლიტ. მუზეუმი. 1932 გაუქმდა ყველა მანამდე არსებული კავშირი და დაჯგუფება და შეიქმნა ერთიანი „საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი” (შემდგომში – საქართველოს მწერალთა კავშირი). 1930-იდან დაიწყო „არასაბჭოურად” მოაზროვნე მწერლების აქტ. დევნა. 1937–38 რამდენიმე ათეული ქართვ. მწერალი ემსხვერპლა პოლიტ. რეპრესიებს, მ. შ. მ. ჯავახიშვილი, ტ. ტაბიძე, პ. იაშვილი, ვ. კოტეტიშვილი და სხვ., ბევრმა სასჯელი შორეულ გადასახლებაში მოიხადა. ტოტალიტარული ხელისუფლება მწერლებისაგან მოითხოვდა კომუნისტური იდეოლოგიისა და ხელოვნურად შექმნილი სოციალ. რეალიზმის მეთოდის შესაბამისად, ანუ მათი დიქტატით, შეექმნათ ნაწარმოებები.

თბილისი ქუჩები და მოედნები.jpg

XX ს. 20–30-იან წლებში თ-ში მწერალთა რიგებს შეემატა ახ. თაობა: ა. ბელიაშვილი, ს. ჩიქოვანი, ა. ქუთათელი, ლ. გოთუა, ი. აბაშიძე, გ. აბაშიძე, გ. შატბერაშვილი, ლ. ასათიანი, ი. ნონეშვილი და სხვ., 40-იან წლებში კი მ. ლებანიძე, ა. კალანდაძე, პროზაიკოსები რ. ჯაფარიძე, ო. ჩხეიძე და სხვ. 50-იანი წლების ე. წ. „დათბობის” ხანიდან, როდესაც თში შემოქმედებითი თავისუფლება შედარებით საგრძნობი გახდა, გამოსვლა დაიწყო ახალგაზრდულმა ჟურნ. „ცისკარმა” (1957-იდან რედ. ვ. ჭელიძე), რმაც შემოიკრიბა ახ. თაობის მწერალთა უმრავლესობა. შემდგომში ცნობილი გახდა მრავალი შემოქმედის სახელი: ნ. დუმბაძე, ჭ. ამირეჯიბი, ო. ჭილაძე, ა. სულაკაური, მ. მაჭავარიანი, ჯ. ჩარკვიანი, თ. ჭილაძე, გ. რჩეულიშვილი, შ. ნიშნიანიძე, რ. ჭეიშვილი, გ. დოჩანაშვილი, ე. ყიფიანი, რ. ინანიშვილი, რ. ამაშუკელი, ტ. ჭანტურია, გ. გეგეშიძე, გ. ფანჯიკიძე, ო. ჭელიძე, გ. გეგეჭკორი, მ. აბრამიშვილი, ზ. ბოლქვაძე, ნ. გურეშიძე, ნ. კილასონია, მ. კახიძე, მ. ქვლივიძე, მოგვიანებით კი ლ. სტურუა, გ. ჩოხელი, ჯ. ქარჩხაძე, ნ. შატაიძე და სხვ. მათთან ერთად კრიტიკოსები გ. ასათიანი, ო. პაჭკორია, გ. გვერდწითელი, ა. ბაქრაძე, ე. კვიტაიშვილი, თ. წივწივაძე, კ. იმედაშვილი. მათი შემოქმედება გამოირჩეოდა ეროვნ. და სოც. პრობლემების მძაფრი განცდით. ამავე ატმოსფერომ ახ. სული შთაბერა უფროსი თაობის მწერლებს. თში დაარსდა ახ. პერიოდული გამოცემები („ლიტერატურნაია გრუზია”, 1957; „კრიტიკა”, 1972; „საუნჯე”, 1974; „ნობათი”, 1975; „დრამატურგია”, 1984), მხატვრული თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია (1974). ქართ. ლიტრა გამდიდრდა შესანიშნავი თარგმანებით. მთარგმნელთაგან აღსანიშნავი არიან: ბ. ბრეგვაძე, ზ. გამსახურდია, ზ. კიკნაძე, თ. ჩხენკელი, დ. წერედიანი, გ. ბაქანიძე, დ. ფანჯიკიძე, ჯ. აჯიაშვილი, გ. შაჰნაზარი და სხვ. 1966 თ-ში დაარსდა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, რ-მაც ი. აბაშიძის ხელმძღვანელობით მოამზადა და გამოსცა პირველი ქართ. უნივერსალური ენციკლოპედიის მრავალტომეული. 2002 გამოვიდა ამავე რედაქციის მიერ მომზადებული ენციკლოპედია `თბილისი”, ხოლო 2008 – `თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები”. ეროვნ.განმათ. მოძრაობა საქართვ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნით დასრულდა (1991), რ-ამაც ლიტ. სამყაროც მთლიანად შეცვალა. XX ს. მიწურულს ქვეყნის ახალმა გზამ და მიზნებმა განაპირობა მწერლობის ახ. შინაარსი და ფორმა, ღირებულებათა გადაფასების აუცილებლობა, დრომოჭმულის უარყოფის პათოსი. ამ პროცესში უფროს თანამოკალმეებთან ერთად ნაყოფიერად ჩაებნენ ახალგაზრდა მწერლები. თის თემას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ქართ. ზეპირსიტყვიერებაში. იგი მრავალი თქმულებაგადმოცემისა თუ ლეგენდის, ლექსისა თუ სიმღერის შთაგონების წყაროდ იქცა. თუკი სხვა ხალხების ფოლკლორში დედაქალაქი ყოველთვის საკუთარი სახელით მოიხსენიება, ქართ. ზეპირსიტყვიერებაში „თბილისი” და „ქალაქი” ერთი და იმავე მნიშვნელობის ცნებებს წარმოადგენს. თის შესახებ შემორჩენილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშებიდან ყველაზე ძველი ჩანს „თბილისის დაარსების ლეგენდა”. ქართული ჟურნალისტიკა თში ჩაისახა. პრესის პირველი პერიოდული ორგანო, რომელიც აქ (საერთოდ კავკასიაში) გამოიცა, იყო «საქართველოს გაზეთი» (1819–21; 1820–21 გამოდიოდა «ქართული გაზეთის» სახელწოდებით). 1828 დაარსდა ყოველკვირეული ოფიც. რუს. გაზ. «ტიფლისსკიე ვედომოსტი» (1828–32, რედ. პ. სანკოვსკი), რ-საც ჰქონდა ქართულენოვანი ფაქტობრივი დუბლიკატი «ტფილისის უწყებანი» (1828–32, რედ. ს. დოდაშვილი). 1845–46 გამოდიოდა რუს. «ზაკავკაზსკი ვესტნიკის» ოფიც. ნაწილის ქართ. დუბლიკატი «კავკასიის მხარეთა უწყებანი» (რედ. პ. იოსელიანი, ფაქტობრივი ხელმძღვანელი ზ. ფალავანდიშვილი). 1852 ქართვ. მოღვაწეთა ინიციატივითა და კავკ. მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის ხელშეწყობით დაარსდა სალიტ. ჟურნ. `ცისკარი” (1852–53, რედ.გამომც. გ. ერისთავი; 1857–75, რედ.გამომც. ი. კერესელიძე). ქართ. ჟურნალისტიკის ისტორიაში პრინციპულად ახ. ეტაპს იწყებს ქართვ. სამოციანელთა პირველი პერიოდული გამოცემა, ყოველთვიური სალიტ. ჟურნ. «საქართველოს მოამბე» (1863, რედ.გამომც. ი. ჭავჭავაძე). 1864 გამოიცა პირველი ქართ. საღვთისმეტყველო და საეკლ. ყოველთვიური ჟურნ. `საქართველოს სასულიერო მახარობელი” (რედ.გამომც. გ. ხელიძე). 1866–85 გამოდიოდა ლიბერალურდემოკრ. მიმართულების გაზეთი «დროება», რ-იც 1885 ხელისუფლებამ `მავნე მიმართულების” გამო დახურა (სხვადასხვა წლებში რედაქტორები იყვნენ: გ. წერეთელი, ს. მესხი, კ. ლორთქიფანიძე, ი. ჭავჭავაძე და ი. მაჩაბელი; გამომცემლები: ს. მელიქიშვილი, გ. ქართველიშვილი). 1869–72 ნ. ავალიშვილის რედაქტორობით დაარსდა სალიტ.სამეცნ. ჟურნ. `მნათობი” (გამომც. ი. ელიოზიშვილი), ხოლო 1871–73 – საზ.პოლიტ. და სალიტ. ჟურნ. `კრებული” (ოფიც. რედ.გამომც. გ. წერეთელი, ფაქტობრივი ხელმძღვანელი ნ. ნიკოლაძე). 1877 ი. ჭავჭავაძემ დააარსა საზ.პოლიტ. და სალიტ. გაზეთი `ივერია” (1877–1906; სხვადასხვა წლებში – გაზეთი, ჟურნალი, ალმანახი, 1886-იდან ისევ გაზეთი; რედ. 1877–1901 – ი. ჭავჭავაძე). 1881–83 თში გამოდიოდა ხალხოსნური მიმართულების ყოველთვიური პოლიტ.ლიტ. ჟურნ. «იმედი» (რედ.გამომც. მ. გურგენიძე), 1885–91 – ილუსტრირებული სალიტ.სამხატვრო გაზეთი `თეატრი” (რედ.გამომც.: 1885–86 – ვ. აბაშიძე; 1887–91 – ვ. გუნია, ა. ნებიერიძე). 1893 დაარსდა სამეცნ.სალიტ. გაზ. `კვალი” (1893–97 ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა გ. წერეთელი; 1898–1904 – ნ. ჟორდანია). ნ. ჟორდანიას ხელმძღვანელობის დროს `კვალი” იყო პირველი ლეგალური მარქსისტული გამოცემა რუსეთის იმპერიაში. 1894–1905 თში გამოდიოდა სამეცნ.სალიტ. ჟურნ. `მოამბე”. 1896 დაარსდა საზ.პოლიტ. ყოველდღიური გაზ. `ცნობის ფურცელი”, რიც XX ს. დასაწყისში იყო ქართვ. ავტონომისტთა სოციალ.ფედერალისტური მიმართულების გამოცემა. XIX ს. თ-ში ჩაისახა და განვითარდა ქართ. დარგობრივი პრესა. 1861-იდან ჟურნ. `ცისკრის” დამატების სახით გამოსვლას იწყებს სას.სამ. (აგრონომიული) ჟურნ. `გუთნისდედა” (1861–76), 1868–80 გამოდიოდა სას.სამ. ხასიათის `სასოფლო გაზეთი”, ხოლო 1888–98 – სამეურნეო გაზეთი `მეურნე”. XIX ს. საფუძველი ჩაეყარა საბავშვო პერიოდიკას – გამოდიოდა დასურათებული საბავშვო ჟურნ. `ნობათი” (1883–85), ხოლო 1890–1923 – დასურათებული საყმაწვილო ჟურნ. `ჯეჯილი”. თში რუსულენოვან გამოცემებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობითა და გავლენით გამოირჩეოდა გაზეთი `კავკაზი” (1846–1918), რ-იც მთელი კავკასიის მასშტაბით რუს. ცენტრ. და ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციოზი იყო. რუსულენოვანი დემოკრ. პრესის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ნ. ნიკოლაძემ (გაზეთები `ობზორ”, `ნოვოე ობოზრენიე”). გამოდიოდა სხვა რუსულენოვანი გამოცემებიც. XX ს. I მეოთხედში თბილისური პრესა მდიდარი იყო სატირულიუმორისტული გამოცემებით: `შუამავალი” (1907), `ეშმაკის მათრახი” (1907–08, 1915–17, 1919–21), `ნიშადური” (1907–08), `ტარტაროზი” (1909–10) და სხვ. XIX ს. დასასრულსა და XX ს. დასაწყისის პრესაში ჩაისახა ქართ. ფოტოჟურნალისტიკა და საგაზეთოსაჟურნალო დიზაინის ხელოვნება. 1900–18 პრესა გამოირჩეოდა იდეოლოგიურმსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნებით. `ივერიის” გამოცემის შეწყვეტის (1906) შემდეგ თის პრესაში საერთოეროვნ. ინტერესების გამოხატვა სოც.ფედერალისტურმა და ეროვნ.დემოკრ. ჟურნალგაზეთებმა იკისრა. ამ პერიოდის ეროვნ.დემოკრ. მიმართულების გამოცემები იყო ჟურნალები: `ნიშადური” (1907–08), `საქართველო” (1908), `ერი” (1909–10), `კლდე” (1912–15); გაზეთები: `ივერია” (1909), `საქართველო” (1915–21) და სხვ. თ-ის პრესაში ერთერთი ძირითადი ადგილი ეკავა სოც.ფედერალისტთა გამოცემებს. პარტიის ძირითად ორგანოს გაზეთი `ცნობის ფურცელი” წარმოადგენდა. ამ პერიოდში სოც.ფედერალისტთა ორგანოები იყო აგრეთვე გაზეთები: `შრომა” (1905), `მიწა” (1906–08), `დროება” (1908–10), `სახალხო გაზეთი” (1909–14), `სახალხო ფურცელი” (1914–17) და სხვა. XX ს. დასაწყისში ქართვ. სოც.დემოკრატთა ბოლშევიკურმა ფრთამ დააარსა არალეგალური გაზეთები: `ბრძოლა” (1901–02), `ბრძოლის ფურცელი” (1902), `პროლეტარიატის ბრძოლა” (1903–05), `პროლეტარიატის ბრძოლის ფურცელი” (1903–05). 1905–07 გამოდიოდა აგრეთვე ლეგალური სოც.დემოკრ. პერიოდული ორგანოები: ჟურნალი `მოგზაური” (1905); გაზეთები: `ახალი ცხოვრება” (1906–07), `მნათობი” (1907), `ახალი დროება” (1906–07) და სხვ. ზოგიერთი ბოლშევიკური გამოცემა რუს. და სომხ. ენებზე გამოდიოდა. გაზ. `კვალის” დახურვის შემდეგ მენშევიკ სოც.დემოკრატთა პერიოდული ორგანო იყო ჟურნ. `სოციალდემოკრატი” (1905). 1905–17 გამოდიოდა არაერთი მენშევიკური ლეგალური გაზეთი და ჟურნალი, მ. შ. გაზეთები: `ცხოვრების სარკე” (1908), `საქმე” (1909–10), `თანამედროვე აზრი” (1915–17) და სხვ. 1905–07 რევ. პერიოდში გამოდიოდა ანარქისტული (`მუშა”, `ხმა”, ჟურნ. `ნობათი” და სხვა) და ესერული (`პატარა გაზეთი”) გამოცემები. საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის (1918–21) პერიოდში თის პრესა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი იყო. ხელისუფლების ოფიც. პერიოდული ორგანო იყო `საქართველოს რესპუბლიკა” (1918–21), ხოლო მენშევიკ სოც.დემოკრატთა მთავარი პარტ. გაზეთი – `ერთობა” (1917–21). სხვადასხვა ხასიათის საზ.პოლიტ. გამოცემებთან ერთად გამოდიოდა ბოლშევიკური გაზეთები: `ბრძოლა” (1917–18), `კომუნისტი” (1920იდან). არსებობდა დარგობრივი გამოცემებიც (`ჯარი და ერი”, `მხედარი”, `რესპუბლიკის ჯარი”, `მევენახე”, `რკინიგზელი” და სხვა). ფართოდ იყო წარმოდგენილი ლიტერატურული პრესა: `მეოცნებე ნიამორები”, `მშვილდოსანი” და სხვა. იბეჭდებოდა რუს., სომხ. და აზერბ. ჟურნალგაზეთები. საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ თის პრესა მკაცრად იდეოლოგიზებული და რეგლამენტირებული გახდა; საბჭოთა პერიოდის თბილისურ გამოცემათა შორის უმთავრესი გაზეთები იყო: `კომუნისტი”, `ზარია ვოსტოკა”, `ახალგაზრდა კომუნისტი”, `მოლოდოი რაბოჩი”, `[[სახალხო განათლება]]”, `სოფლის ცხოვრება”, `ლიტერატურული საქართველო”, `ლელო”, `სოვეტაკან ვრასტანი” (სომხურ ენაზე), `სოვეტ გურჯუსტანი” (აზერბაიჯანულ ენაზე); საქალაქო გაზეთები: `თბილისი”, `ვეჩერნი ტბილისი”; პარტ. და სამეცნ.ლიტ. ჟურნალები: `საქართველოს კომუნისტი”, `პარტიული სიტყვა”, `ეკონომისტი”, `საქართველოს ქალი”, `ნიანგი”, `მნათობი”, `მეცნიერება და ტექნიკა”, `ცისკარი”, `ლიტერატურნაია გრუზია” (რუს. ენაზე); საქართვ. მეცნ. აკად. გამოცემები: `მოამბე”, `მაცნე”; აგრეთვე, თსუ-ისა და სხვა უმაღლეს სასწავლებელთა და სამეცნ. დაწესებულებათა პერიოდული გამოცემები. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამ (1991) პრესაში თვალსაჩინო ცვლილებები გამოიწვია. შეიქმნა მრავალი დამოუკიდებელი პერიოდული გამოცემა. დღეისათვის თ-ში გამოდის გაზეთები: `რეზონანსი”, `კვირის პალიტრა”, `24 საათი”, `ახალი თაობა”, `ყველა სიახლე”, `ალია”, `საქართველოს რესპუბლიკა”, `ასავალდასავალი” და სხვ.; ჟურნალებიდან აღსანიშნავია: `თბილისელები”, `სარკე”, `ცხელი შოკოლადი”, `ლიბერალი”, `ტაბულა” და სხვ. საქართველოში პირველი რადიოგადაცემები დაიწყო 1925 წ. მაისში ნავთლუღის რადიოსადგურიდან, რეგულ. მაუწყებლობა საქართვ. რადიომ კი – 1927 წ. 3 იანვრიდან. 1928 ჩამოყალიბდა თის რადიოცენტრი. დღეისათვის თ-ში მოქმედებს შემდეგი რადიოკომპანიები: `თავისუფლება”, `რადიო ფორტუნა”, `რადიო უცნობი”, `რადიო აფხაზეთის ხმა”, `საპატრიარქოს რადიო” და სხვა. სატელევიზიო მაუწყებლობა საქართველოში 1956 წ. 30 დეკემბრიდან დაიწყო. პირველი ქართ. ტელესტუდია მოთავსებული იყო კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში. დღეს თ-ში ფუნქციონირებს საქართვ. ტელევიზიის საზ. მაუწყებელი და რამდენიმე დამოუკიდებელი ტელეკომპანია: `რუსთავი 2”, `იმედი”, `ერთსულოვნება”, `კავკასია”, `მაესტრო”, `ობიექტივი” და სხვა. გეოგრაფიულმა მდებარეობამ და მოსახლეობის ეროვნულმა ნაირგვარობამ განაპირობა მდიდარი, კულტურათა სინთეზით შეზავებული მრავალფეროვანი ქალაქური მუს. ფოლკლორის შექმნა, რმაც, თავის მხრივ, დიდი როლი შეასრულა ახ. ქართ. პროფ. მუსიკის ჩასახვასა და განვითარებაში. ქართ. ქალაქური მუს. კულტ. შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით პოეტმომღერლებს და მესაკრავეებს. ქართ. ქალაქური ხალხ. მუსიკა აღმოსავლური და დასავლური განშტოებებისაგან შედგება. ამათგან პირველმა, რ-საც ფესვები შორეულ წარსულში აქვს გადგმული, საბოლოო კრისტალიზაცია განიცადა XVIII ს-ში, როდესაც თ-ში გაჩნდა ე.წ. ძველი ქალაქური სიმღერები. დასავლური განშტოების მუს. ფოლკლორი გაცილებით ახალგაზრდაა. ქალაქურ მუსიკას სხვადასხვა სახით იყენებდნენ ქართ. პროფ. მუსიკის კლასიკოსები – მ. ბალანჩივაძე, დ. არაყიშვილი, ზ. ფალიაშვილი, ვ. დოლიძე და შემდგომი თაობის კომპოზიტორები, ხოლო ქართ. საესტრადო მუსიკა ძირითადად ქალაქურ მუს. ფოლკლორს ემყარება. XIX ს. ახ. ქართ. პროფ. მუსიკის შექმნის პერიოდია. ამას ხელი შეუწყო თ-ში არისტოკრატიული სალონების ტრადიციამ და ევრ. საკრავების გავრცელებამ; საფუძველი ჩაეყარა ქალაქის თეატრ. და საკონცერტო ცხოვრებას. 1851 გ. დონიცეტის `ლუჩია დი ლამერმურით” გაიხსნა თ-ის საოპერო თეატრი ა. ბარბიერის ხელმძღვანელობით, რ-ის სცენაზეც თითქმის 30 წლის განმავლობაში ერთმანეთს ცვლიდნენ იტალ. დასები. აქ გამოდიოდა აგრეთვე რუს. საოპერო დასი (1890), რის შემადგენლობაში მღეროდნენ ფ. ქორიძე, მ. ბალანჩივაძე; მოგვიანებით – ვ. სარაჯიშვილი, ს. ინაშვილი, ო. ბახუტაშვილშულგინა. ქალაქის საკონცერტო ცხოვრების სტიმულირების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გამოჩენილი მუსიკოსების გასტროლები თში. აქ გამოდიოდნენ პ. ჩაიკოვსკი (1886, 1887, 1888, 1889, საავტორო კონცერტს და ოპერა `ევგენი ონეგინს” უდირიჟორა 1890) ; კომპოზიტორები და პიანისტები: ა. რუბინშტეინი (1891), ს. რახმანინოვი (1911, 1916) და სხვ. თ-ში დაიწყო (1894) თ. შალიაპინის კარიერა. მუს. ცხოვრების ინტენსიურმა განვითარებამ განაპირობა მუს. განათლებისაკენ სწრაფვა. XIX ს. I ნახევარში თ-ში დაარსდა კერძო მუს. კლასები (ე. ეფშტაინი, ლ. იანიშევსკი, ვ. ჩიჟოვი). 1871 შეიქმნა `კავკასიის სამუსიკო საზოგადოება”. მუს. განათლების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა აგრეთვე ქართ. გიმნაზია. 1917 წ. 1 მაისს თში გაიხსნა ევრ. ტიპის პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოსა და მთელ კავკასიაში – კონსერვატორია. თის სცენაზე დაიდგა ეროვნ. საოპერო კლასიკის პირველი ნიმუშები: ზ. ფალიაშვილის `აბესალომ და ეთერი”, დ. არაყიშვილის `თქმულება შოთა რუსთაველზე”, ვ. დოლიძის `ქეთო და კოტე” (1919), ზ. ფალიაშვილის `დაისი” (1923), მ. ბალანჩივაძის `დარეჯან ცბიერი” (1926). შეიქმნა სიმფ. ორკესტრი (1924) და სიმებიანი კვარტეტი (1925), პირველი სახელმწ. გუნდი (1927); 1932 დაარსდა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი. თ-ში შეიქმნა მუს. სასწავლო დაწესებულებების ფართო ქსელი. 1933 საქართვ. სახელმწ. სიმფ. ორკესტრის დაარსებასთან ერთად (პირველი სამხატვრო ხელმძღვ. და მთ. დირიჟ. ე. მიქელაძე) თის მუს. ცხოვრება გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა. 1937–42 აშენდა კონსერვ. დიდი საკონცერტო დარბაზი. 1944 დაიწყო მუშაობა საქართვ. სახელმწ. საესტრადო ორკესტრმა რ. გაბიჩვაძის ხელმძღვანელობით და საქართვ.ფილარმონიის სახელმწ. სიმებიანმა კვარტეტმა. 1967 დაარსდა საქართველოს მუს.ქორეოგრ. საზბა. დაიდგა ო. თაქთაქიშვილის, ბ. კვერნაძის, გ. ყანჩელის და სხვა კომპოზიტორთა ოპერები. თში სისტემატურად ტარდება საერთაშ. ფესტივალები და კონკურსები. საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა საქართვ. ფილარმონია, ე. მიქელაძის სახ. ეროვნ. სიმფ. ორკესტრი, ჯ. კახიძის სახ. თის სიმფ. ორკესტრი, ნ. სულხანიშვილის სახ. სახელმწ. საგუნდო კაპელა, საქართვ. ეროვნ. სიმებიანი კვარტეტი, კამერული ორკესტრი, ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლი `ერისიონი”, ვოკალურსაკრავიერი ანსამბლები, კამერული ორკესტრები და სხვ. თ. მრავალი ქართვ. კომპოზიტორის შთაგონების წყაროა; მისდამი მიძღვნილია სხვადასხვა თაობის კომპოზიტორთა ნაირგვარი ჟანრის მუს. ნაწარმოებები, მ. შ. თ-ის `მუსიკალური ემბლემა” – რ. ლაღიძის `სიმღერა თბილისზე”, `მუხამბაზი მშობლიურ თბილისს”, შ. აზმაიფარაშვილის საორკესტრო სიუიტა `ძველი თბილისის სურათები”, ვ. აზარაშვილის საკვარტეტო მინიატიურები `ძველი თბილისის სურათები”, ი. კეჭაყმაძის 5 საგუნდო პარაფრაზი `ძველი თბილისის სიმღერები”, ო. თაქთაქიშვილის `კანტატა თბილისზე”, მუსიკალური კომედიები – ა. კერესელიძის `თბილისის ცის ქვეშ”, შ. მილორავას `სიმღერა თბილისზე”, ე. ჭელიძის `ჭაღარა თბილისო ჩემო”, გ. ცაბაძის სიმღერები თბილისზე, ს. ნასიძის რაფსოდია და სხვა. თის ქორეოგრაფიულ ცხოვრებაში ბუნებრივად ჩაიწერა უძველესი, მრავალფეროვანი, ტემპერამენტიანი ქართ. ცეკვები, რთა შინაარსს განაპირობებდა საყოფაცხოვრებო კალენდარი და რიტუალურსაკულტო ადათწესები. ერთერთი გამორჩეულია თეატრ. სანახაობის – `სახიობის” – წიაღში შექმნილი რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვა `ქართული” (ძველად `სადარბაზო”, `სანადიმო”, `ლეკური”). შეიქმნა აგრეთვე ქალაქური ყოფის ამსახველი შესანიშნავი ფოლკლორული ნიმუში `კინტაურბაღდადური”. XIX ს. დასაწყისში თში ფართოდ დაინერგა სამეჯლისო ცეკვები, რიც სრულდებოდა საოჯახო შეკრებებზე, ლიტ.მუს. სალონებში. აღსანიშნავია, რომ სამეჯლისო ცეკვების – ვალსის, მაზურკის, პა დე კატრის გვერდით, ცნობილი ქორეოგრაფები დგამდნენ ქართ. ხალხ. ცეკვის სამეჯლისო ვარიანტებს. 1902 თში დაარსდა `ცეკვისა და პლასტიკის სკოლა” (ხელმძღვ. ი. როინიშვილი) და `აზიური ცეკვების სტუდია” (ხელმძღვ. ა. გ. ალექსიძე). XX ს. 20იანი წლებიდან შეიქმნა ქართ. ხალხ. ცეკვის ანსამბლები; 1935 ანსამბლი დ. ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით გამოვიდა ლონდონის საერთაშ. ფესტივალზე და ლაურეატის წოდება დაიმსახურა, ი. სუხიშვილი კი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ქორეოგრაფიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ქართ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. აკადემიურმა ანსამბლმა (ამჟამად –`ერისიონი”), ხალხური ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლმა (ამჟამად – `ქართული ნაციონალური ბალეტი”) ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის ხელმძღვანელობით. 1852 თის `ქარვასლის თეატრში” (გაიხსნა 1851) მიიწვიეს მოსკ. დიდი თეატრ. მოცეკვავე და ბალეტმაისტერი თ. მონოხინი მცირე საბალეტო ჯგუფთან ერთად. 1852–54 მან დადგა ნაწყვეტები კლასიკური საბალეტო რეპერტუარიდან. 1895 ა. ინოჩენციმ და მ. პერინიმ ჩამოაყალიბეს საბალეტო და სამეჯლისო ცეკვების სტუდია. 1916 მ. პერინის ხელმძღვანელობით გაიხსნა საბალეტო სტუდია, ადგილობრივი საბალეტო კადრების აღზრდის კერა, რიც 1920 გადაკეთდა საბალეტო სკოლად. 1935 იგი შეუერთდა სახელმწ. ქორეოგრ. სტუდიას (ხელმძღვ. დ. ჯავრიშვილი, 1935–51), 1957იდან ქორეოგრ. სასწავლებელია (1951–73 ხელმძღვ. ვ. ჭაბუკიანი). XX ს. 10იანი წლებიდან იწყება ეროვნ. ბალეტის ფორმირება. შეიქმნა ქართ. საბალეტო პანტომიმები (კომპ. თ. ვახვახიშვილის მუსიკაზე). 1937 მოსკოვში გამართულ ქართ. ხელოვნების დეკადისათვის მომზადდა ა. ბალანჩივაძის ბალეტი `მზეჭაბუკი” (`მთების გული”, ბალეტმაისტერი ვ. ჭაბუკიანი, ლიბრეტო გ. ლეონიძის, მხატვარი ს. ვირსალაძე, დირიჟ. ე. მიქელაძე). 1941-იდან თ-ის საბალეტო დასს სათავეში ჩაუდგა ვ. ჭაბუკიანი. საბალეტო კლასიკასთან ხალხ. ცეკვის ელემენტების შერწყმით ვ. ჭაბუკიანმა შექმნა ეროვნ. ბალეტის თავისებური სახეობა. მანვე განავითარა და სრულყოფილებამდე აიყვანა მამაკაცის ცეკვა, მისცა მას მკაფიოდ ვაჟკაცური ხასიათი. ვ. ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტებია: გ. კილაძის `სინათლე”, დ. [[თორაძის]] `გორდა” და `მშვიდობისათვის”. მისი შემოქმედების მწვერვალია ა. მაჭავარიანის `ოტელო” (1957). სხვა მნიშვნელოვანი დადგმებია: ს. ცინცაძის `დემონი”, ფ. ღლონტის `განთიადი”, რ. გაბიჩვაძის `ჰამლეტი”. თ-ის საბალეტო დასს სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ მ. ლავროვსკი, გ. ალექსიძე, ნ. ანანიაშვილი (2004-იდან). თ-ში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა როგორც ხალხ. საიმპროვიზაციო თეატრი, ასევე თოჯინების (კუკების) თეატრი, რიც ჯერ კიდევ VII ს. დამდეგს თავისი წარმოდგენებისათვის ბიბლიურ სიუჟეტებს იყენებდა. შუა საუკუნეებში განვითარდა სასახლის კარის თეატრი ანუ `სახიობა” – ნიღბოსანთა წარმოდგენები მუსიკის თანხლებით. პარალელურად ვითარდებოდა ხალხ. თეატრი `ბერიკაობისა” და `ყეენობის” ფორმით. XVIII სში ერეკლე IIის სასახლის კართან შეიქმნა საერო თეატრი დიპლომატისა და საზ. მოღვაწის გ. ავალიშვილის ხელმძღვანელობით (იხ. ავალიშვილის თეატრი). 1850 თში დაარსდა ქართ. პროფ. თეატრი, რის ფუძემდებელი იყო გ. ერისთავი. 1882 ლ. მესხიშვილის მონაწილეობით დადგმულმა დ. ერისთავის „სამშობლომ” საეტაპო როლი ითამაშა გმირულრომანტიკული სათეატრო ესთეტიკის განვითარებაში. ამავე პერიოდში თეატრ. რეპერტუარში დიდი ადგილი დაიკავა კომედიის ჟანრის ნაწარმოებებმაც. ი. მაჩაბლის თარგმანებმა [უ. შექსპირის `ჰამლეტი”, `ოტელო”, `რომეო და ჯულიეტა”, `მეფე ლირი” (ი. ჭავჭავაძესთან ერთად)] მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თეატრში სალიტ. ენის დამკვიდრებას. თეატრში შეიქმნა ფართომასშტაბიანი რეალისტური სამსახიობო სკოლა. გამოჩნდნენ პირველი პროფ. რეჟისორები: ა. [[წუწუნავა]], ა. ფაღავა, ვ. შალიკაშვილი, მ. ქორელი და სხვ. 1918 შეიქმნა ჯაბადარის სტუდია (ვ. ანჯაფარიძე, მ. გელოვანი, შ. ღამბაშიძე, მ. ჭიაურელი, ა. ვასაძე, დ. ანთაძე და სხვ.). 1920 თეატრს მიენიჭა სახელმწ. სტატუსი, 1921 კი – შოთა რუსთაველის სახელი. 1922 ა. ფაღავამ დააარსა სტუდია, რიც 1923 გადაკეთდა სათეატრო ინტად. 1922–26 რუსთაველის თეატრს სათავეში ედგა კ. მარჯანიშვილი. ამ პერიოდში კ. მარჯანიშვილმა და ა. ახმეტელმა ერთობლივად დადგეს არაერთი სპექტაკლი. 1926, კ. მარჯანიშვილის წასვლის შემდეგ, თეატრს სათავეში ჩაუდგა ა. ახმეტელი (1935-მდე), რ-ის სპექტაკლებში აისახა ტრაგიკული წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქა. 1930 თ-ში გადმოვიდა კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული სახელმწ. თეატრი, რსაც 1933 კ. მარჯანიშვილის სახელი ეწოდა. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა ა. ხორავას და ა. ვასაძეს შემდგომ წლებში მაყურებლის მოწონება დაიმსახურა სპექტაკლებმა, რ-თა რეჟისურა ეკუთვნოდა ვ. ყუშიტაშვილს, ა. თაყაიშვილს, ა. ჩხარტიშვილს, დ. ალექსიძეს, ვ. ტაბლიაშვილს, დ. ანთაძეს და სხვ. ახ. თაობის რეჟისორთა (მ. თუმანიშვილი, ა. დვალიშვილი, ე. იოსელიანი, გ. ლორთქიფანიძე) დადგმები გაბედული, რეფორმატორული ძიებებით გამოირჩეოდა. მაყურებელთა მოწონებას ყოველთვის იმსახურებდა რუს., სომხ. და აზერბ. სახელმწიფო დრამ. თეატრები, მოზარდ მაყურებელთა, თოჯინების თეატრები და სხვ. გრიბოედოვის თეატრი აღიარებულია საუკეთესო რუსულენოვან თეატრად რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულთა შორის. თ-ის წამყვან თეატრებს წარმატებით ხელმძღვანელობდნენ რ. სტურუა, თ. ჩხეიძე, შ. გაწერელია, გ. ჟორდანია და სხვ. განსაკუთებით უნდა აღინიშნოს რუსთაველის თეატრის ბრწყინვალე საზღვარგარეთული გასტროლები და რ. ჩხიკვაძის სამსახიობო ხელოვნება. თ-ში შეიქმნა ახ. თეატრები: სატირისა და იუმორის სახელმწ. თეატრი თ. ჩანტლაძის ხელმძღვანელობით (1962), მეტეხის თეატრი (1974), პანტომიმის სახელმწ. თეატრი (1976), ახმეტელის სახ. დრამ. თეატრი (1979), თეატრსტუდია (მარიონეტები) რ. გაბრიაძის ხელმძღვანელობით (1981), მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრი (1975), ერთი მსახიობის თეატრი `ვერიკო” (1987), სამეფო უბნის თეატრი (1997), `თეატრალური სარდაფი” (1997), თეატრი ათონელზე (2005) და სხვ. თში სისტემატურად ეწყობა საერთაშ. თეატრ. ფესტივალები. პირველი კინემატოგრაფიული სეანსი თში ჩატარდა 1896 წ. 16 ნოემბერს. ძმები ლუმიერების `სინემატოგრაფი” (1895, პარიზში ჩვენების შემდეგ) მხოლოდ ერთი დღით ჩამოიტანეს და სათავადაზნაურო თეატრში პირველი კინოსეანსიც უჩვენეს ქალაქის საზოგადოებას. XX ს. თში სინემატოგრაფიული ბუმით დაიწყო. სეანსები საზაფხულო თეატრში, ე. წ. `ნემენცების ბაღში” (მიხეილის ქუჩაზე, ახლანდელ დავით აღმაშენებლის გამზირზე), ქალაქის ღია ბაღებსა თუ პარკებში იმართებოდა და თის საზბის ყველა ფენას ერთნაირად იზიდავდა.

კინო თეატრი აპოლო.png

1904 წელს თ-ში უკვე არსებობდა მთელი რიგი კინოთეატრებისა – `სკიფი” (გოლოვნის, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე), `ბიოსკიპი”, `ურანი”, `მულენ ელექტრიკი”. ეს პატარა კინოთეატრები 50–60 მაყურებლისათვის იყო განკუთვნილი. 1909 თში აშენდა კინოთეატრი `აპოლო” (მიხეილის ქუჩაზე), სადაც აჩვენებდნენ უცხოურ, უპირატესად ფრანგულ კინოსურათებს. გაზ. `კავკაზის” ცნობით 1914 ბოლოს, იმავე მიხეილის ქუჩაზე (იქ სადაც დღეს ჯ. კახიძის სახ. მუსიკალური ცენტრია) გაუხსნიათ რუსეთის იმპერიაში ყველაზე დიდი კინოთეატრი `პალასი”, რიც იმდროისათვის უახლესი კინოტექნიკით იყო აღჭურვილი. XX ს. 10-იან წლებში თ-ში ფუნქციონირებდნენ უცხ. ფირმები: `პატე”, `გომონი” (საფრანგეთი), `ამბროზიო”, `ჩინესი” (იტალია). 1909 იტალ. ჯ. ვიტროტიმ, თ-ში დაარსა იმპროვიზებული სტუდია, რმაც გადაიღო დოკუმენტური კინოსიუჟეტები – `თბილისიდან მლეთამდე”, `თბილისი კავკასიის დედაქალაქი” და სხვ. 1910 ექიმმა და საზ. მოღვაწემ ა. სობეტინსკიმ პარიზში შეძენილი აპარატურით თ-ში საკუთარი კინოლაბორატორია დააარსა. 1910–14 ქალაქის მნიშვნელოვანი მოვლენები ასევე აისახა მოკლემეტრაჟიან კინოსიუჟეტებში: 1915 კინოოპერატორმა ი. ნაცვლიშვილმა გადაიღო თბილისში ჩამოსვენებული ა. წერეთლის სამგლოვიარო პროცესიის მსვლელობა სადგურის მოედნიდან მთაწმინდისაკენ. ეს კინოფირი რამდენიმე კვირის განმავლობაში გადიოდა კინოთეატრ `ლირაში”. 10-იანი წლების დასაწყისში ვ. ამაშუკელის მიერ გადაღებულ იქნა კინოქრონიკა `აკაკის მოგზაურობა რაჭალეჩხუმში”. ქართ. კინოს განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო 1921-იდან, როდესაც ასპარეზზე გამოვიდა რეჟისორთა ახ. თაობა – ი. პერესტიანი, მ. ჭიაურელი, ნ. შენგელაია, კ. მიქაბერიძე, მ. კალატოზიშვილი, დ. რონდელი, გ. მდივანი, ს. დოლიძე, ნ. სანიშვილი, ლ. ესაკია, მ. გელოვანი. 1928 თ-ის კინოსტუდიაში ჩამოყალიბდა კინოქრონიკის სექტორი (ხელმძღვ. ს. დოლიძე), ამავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ქართ. მულტიპლიკაციას ვ. მუჯირის ხელმძღვანელობით. 30-იან წლებში შეიქმნა რამდენიმე ისტ.რევ. ფილმი (ს. დოლიძის `დარიკო”, მ. ჭიაურელის `არსენა”, დ. რონდელის „დაკარგული სამოთხე“ და სხვ.). XX ს. 40-იან წლებში გადაიღეს მ. ჭიაურელის ორსერიიანი ფილმი „გიორგი სააკაძე“, ს. დოლიძისა და დ. რონდელის „ჯურღაის ფარი“; კინოდოკუმენტალისტებმა (გ. ასათიანი, შ. ჩაგუნავა, შ. ხომერიკი, შ. შიოშვილი და სხვ.) შექმნეს მეორე მსოფლიო ომის ფაქტობრივი მატიანე. ომის შემდგომი პერიოდის პირველ წლებში შეიქმნა ისტ.ბიოგრ. ფილმები „დავით გურამიშვილი“ (რეჟისორები ნ. სანიშვილი, ი. თუმანიშვილი) და „აკაკის აკვანი“ (რეჟ. კ. პიპინაშვილი), კომედიები – „ჭირვეული მეზობლები“ (რეჟ. შ. მანაგაძე), „ქეთო და კოტე“ (რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი და შ. გედევანიშვილი), „ჭრიჭინა“ (რეჟ. ს. დოლიძე) და ა. შ. 1955 ეკრანზე გამოვიდა ახალგაზრდა რეჟისორების თ. აბულაძისა და რ. ჩხეიძის „მაგდანას ლურჯა“, რ-მაც პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა საერთაშ. ასპარეზზე (მთავარი პრიზი კანის ფესტივალზე, 1956; პრემია ედინბურგში, 1956). ამ ფილმით ახ. ეტაპი დაიწყო ქართ. კინემატოგრაფიაში. 1953 თ-ის კინოსტუდიას ეწოდა „ქართული ფილმი“, 1958 მისი კინოსექტორის ბაზაზე ჩამოყალიბდა დოკუმენტური და სამეცნ.პოპულ. ფილმების სტუდია. 1968 შეიქმნა ტელეფილმების სტუდია. `ქართულ ფილმში” გადაღებულია ჟანრობრივად და პროფ. დონით განსხვავებული ფილმები, რებსაც აერთიანებს მაღალი ზნეობრივი პრინციპები, უკომპრომისობა. ასეთებია: თ. აბულაძის „სხვისი შვილები“ (1958), რ. ჩხეიძის „ჯარისკაცის მამა“ (1964, მთ. როლში – ს. ზაქარიაძე) და „ნერგები“ (1972), გ. შენგელაიას „ალავერდობა“ (1962), ე. შენგელაიას და თ. მელიავას „თეთრი ქარავანი“ (1963), მ. კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი“ (1967), ო. იოსელიანის „გიორგობისთვე“ (1966), „იყო შაშვი მგალობელი“ (1971), „პასტორალი“ (1976) და სხვ. რ. გაბრიაძის სცენარების მიხედვით შექმნილია ფილმები: ე. შენგელაიას `არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968) და `შერეკილები” (1974), გ. დანელიას `არ იდარდო” (1969) და `მიმინო” (1977). დიდი წარმატება ხვდა წილად პირველ ქართ. მიუზიკლს `ვერის უბნის მელოდიები” (1973, რეჟ. გ. შენგელაია, კომპოზიტორი გ. ცაბაძე, ქორეოგრ. ი. ზარეცკი, ოპერატორი ა. მღებრიშვილი), ნ. მჭედლიძის კომედიას `პირველი მერცხალი” (1974), რ. ესაძის, ი. კვირიკაძის ფილმებს და სხვ. ქართ. კინოს ფენომენის არსებობის ნათელი დადასტურებაა თ. აბულაძის ტრილოგია: `ვედრება” (1967, ვაჟაფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით), `ნატვრის ხე” (1976, გ. ლეონიძის მოთხრობათა მიხედვით), `მონანიება” (1984). კინოხელოვნების მნიშვნელოვანი მოვლენაა შვიდსერიიანი ფილმი `დათა თუთაშხია” (1977, ჭ. ამირეჯიბის რომანის მიხედვით, რეჟისორები გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, მთ. როლში – ო. მეღვინეთუხუცესი). 60–70იან წწ. ინტენსიურად წარიმართა ქართვ. კინოდოკუმენტალისტთა მუშაობა. ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს წლები გ. ასათიანისთვის („ნაირსახოვანი ამერიკა“, 1961; „ალჟირის დღიური“, 1962; „ძველი კულტურის ქვეყანა, 1963); ამავე პერიოდში შეიქმნა გ. პატარაიას „რუსთაველის ნაკვალევზე“ და „შორია გურჯისტანამდე“, რ. თაბუკაშვილის „ქართველები იტალიაში“ (1980), „კვალი ნათელი“ (1978), „ალპური ვარსკვლავი“ (1979), „მთანი მაღალნი“ (1981), `საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი” (1985, ე. თაყაიშვილის ცხოვრების შესახებ) და სხვ. საინტერესო ნამუშევრები შექმნეს მულტიპლიკატორებმა. ტელეფილმების სტუდიაში შეიქმნა ქ. ხოტივარის `სერენადა”, გ. კანდელაკისა და ლ. სიხარულიძის `ფეხბურთი უბურთოდ”, ლ. ელიავას `ბზიანეთი”, ი. ჩხაიძის `ძველი ქართული საგალობლები”; შესანიშნავი ქართ. ფილმი `თუში მეცხვარე” (1977, რეჟ. ს. ჩხაიძე, ოპერატორი ი. ონოფრიშვილი). 80-იანი წწ. დიდმნიშვნელოვანი მოვლენით დაიწყო – კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი გამოუშვა ქართ. კინოსკოლამ (ახლანდ. საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი). ძირითადად კინოფაკულტეტზე აღიზარდა კინემატოგრაფისტების ახალი თაობა (გ. ჩოხელი, თ. ბაბლუანი, ნ. ჯორჯაძე, ნ. ჯანელიძე, ა. ცაბაძე, დ. ცინცაძე, გ. მგელაძე, გ. ოვაშვილი, ზ. ჟუჟუშაძე და სხვ.). 90-იანი წლების დასასრულსა და XXI ს. 10-იან წლებში დაწინაურდა ახალგაზრდა კინორეჟისორთა თაობა (ზ. ურუშაძე, გ. ოვაშვილი, ლ. კოღუაშვილი, ნ. ექვთიმიშვილი და სხვ.), რთა მაღალმხატვრული დონით გადაღებული ფილმები საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს ახალი წარმატებისა და აღიარების საწინდარი გახდა (ზ. ურუშაძის ფილმი `მანდარინები” აშშის კინემატოგრაფიის უმაღლესი ჯილდოს `ოსკარის” ნომინანტი გახდა). თ-ში, სამეფო კარზე, მუშაობდნენ მხატვრები, კალიგრაფები, მინიატიურისტები, ოქრომჭედლები. XVI–XVIII სსში უკვე შეიძლება საუბარი ქართ. სახვითი ხელოვნების თბილისურ ნიმუშებზე, კერძოდ, ანჩისხატის ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია 1683; XVII–XVIII სსში იღებს სათავეს გამოჩენილ კალიგრაფთა რამდენიმე საგვარეულო, რ-ებიც დაკავშირებული იყო თთან (ალექსი-მესხიშვილები, მიქაძეები). XIX ს. დასაწყისიდან წამყვანი გახდა საერო მხატვრობა, რიც ძირითადად თ-ში ვითარდებოდა. მისი მთავარი ჟანრი პორტრეტი იყო. 20–30-იან წლებში უკვე სრულად ჩამოყალიბებულია `ტფილისური პორტრეტის სკოლა”. 80-იანი წლებიდან შემოქმედებით ასპარეზზე გამოვიდა ქართვ. მხატვართა თაობა, რთა დიდ ნაწილს მიღებული ჰქონდა პროფ. განათლება. თბილისურ ფერწერაში, პორტრეტის გარდა, მკვიდრდება სხვა ჟანრებიც, სახელდობრ, პეიზაჟი, ნატიურმორტი, ყოფითი სიუჟეტები. ქართ. სახვითი ხელოვნების განვითარების ამ საფეხურის წარმომადგენლები არიან: რ. გველესიანი, ა. ბერიძე, დ. გურამიშვილი, გ. გაბაშვილი, ა. მრელაშვილი და მ. თოიძე. უდიდეს მოვლენად იქცა 1888 თ-ში ე. წ. `ქართველიშვილისეული ვეფხისტყაოსნის” გამოცემა, რის ილუსტრაციები უსასყიდლოდ შეასრულა უნგრელმა მხატვარმა მ. ზიჩიმ. XIX ს. 60–70-იანი წლები საზ. აზრის გამოცოცხლების, ეროვნ.განმათ. იდეების გაღვიძების ხანა თ-ში მხატვართა შემოქმედებითი ცხოვრების გააქტიურებითაც აღინიშნა. ამ დროს მოღვაწეობდა ადგილ. და ჩამოსულ მხატვართა ჯგუფი: გ. გაგარინი, ნ. ჩერნეცოვი, თ. ჰორშელტი, ლ. ლაგორიო, ლ. პრემაცი, ფ. ხოდოროვიჩი, პ. კოლჩინი, ფ. რუბო, პ. ფრანკენი და სხვ. მათ შემოქმედებაში აისახა თისთვის დამახასიათებელი ხედები, ქმნიდნენ თბილისელთა პორტრეტებს, ძვირფას მხატვრულ დოკუმენტებს იმდროინდელი იერსახის აღსადგენად. თში დაიდგა მეფისნაცვლის მ. ვორონცოვის პირველი სკულპტურული ძეგლი (1867, მოქანდაკეები: ნ. პიმენოვი, ნ. კრეიტანი) სამხრ. კავკასიაში. თში მოღვაწე მხატვართა ინიციატივით 1873 დაარსდა `კავკასიის სამხატვრო საზოგადოება”. მათივე თაოსნობით 1874 გაიხსნა სამხატვრო სკოლა ხატვისა და ქანდაკების კლასებით. XIX–XX სს. მიჯნაზე ჩაისახა ახ. ქართ. გრაფიკაც, რის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირველ ქართვ. გრავიორქსილოგრაფს გ. ტატიშვილს. განსაკუთრებით ფართოდ განვითარდა საჟურნალგაზეთო გრაფიკა. ამ დარგში აქტიურად მუშაობდნენ: ა. გოგიაშვილი, შ. ქიქოძე, მ. თოიძე, ო. შმერლინგი და სხვები. 1914 პირველად გამოიცა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ერთტომეული, რის ილუსტრაციები და გაფორმება ჰ. ჰრინევსკის ეკუთვნის. ამ პერიოდში თში ცხოვრობდა და თავის ნაწარმოებებს ქმნიდა თვითმყოფადი მხატვარი ნ. ფიროსმანაშვილი (ფიროსმანი). XX ს. დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა ქართ. ქანდაკების განვითარებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ი. ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული. ამ დროს სახვით ხელოვნებაში მომხდარი მოვლენებიდან აღსანიშნავია დ. შევარდნაძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით თ-ში `ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” დაარსება (1916). მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ასევე სამხატვრო აკადემიის დაარსება (1922). თის თემაზე შექმნილი ნამუშევრები დაკავშირებულია ა. ციმაკურიძის, ვ. სიდამონერისთავის, დ. კაკაბაძის, ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის, ქ. მაღალაშვილის, ე. ლანსერეს, ე. თათევოსიანის, ბ. ფოგელის, ა. ბაჟბეუქმელიქიანის, ი. თოიძის, შ. მაყაშვილის, კ. სანაძის, ი. ვეფხვაძის, უ. ჯაფარიძის, ა. ქუთათელაძის სახელებთან. XX ს. 20-იანი წლების ბოლოდან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ქართ. ქანდაკებაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ი. ნიკოლაძემ. მას მხარში ამოუდგნენ ნ. კანდელაკი და გ. სესიაშვილი. 30იანი წლების დასაწყისში მოქანდაკეთა რიგებს შეემატნენ სამხატვრო აკად. კურსდამთავრებულნი. ნაყოფიერად დაიწყეს მუშაობა ვ. თოფურიძემ, თ. აბაკელიამ, ს. კაკაბაძემ, კ. მერაბიშვილმა, შ. მიქატაძემ, რ. თავაძემ და სხვ. თის სამხატვრო აკად. XX ს. 50–60-იანი წლების გამოშვებამ ძირითადად განაპირობა ქართ. სახვითი ხელოვნების შემდგომი მიმართულება და განვითარება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით: ე. კალანდაძეს, გ. ქუთათელაძეს, კ. მახარაძეს, ზ. ნიჟარაძეს, რ. თარხანმოურავს, დ. ერისთავს, ჯ. ხუნდაძეს, ნ. იგნატოვს, რ. თორდიას და სხვ. თ-ში დაიდგა ე. ამაშუკელის, მ. ბერძენიშვილის, დ. მიქატაძის, გ. ოჩიაურის, მ. მერაბიშვილის და სხვათა მიერ შესრულებული არაერთი გამორჩეული ქანდაკება. საყოველთაოდ ცნობილია ზ. წერეთლის შემოქმედება, რის ნამუშევრები დაიდგა მსოფლიოს მრავალ ქალაქში. გ. შხვაცაბაიას ქანდაკება `მშვიდობის ჩირაღდანი” დადგმულია საბერძნეთში, ოლიმპიაში. ფართო აღიარება მოიპოვეს სცენოგრაფებმა: ი. გამრეკელმა, პ. ოცხელმა, ს. ვირსალაძემ, გ. ალექსიმესხიშვილმა, თ. მურვანიძემ; გრაფიკოსმა ვ. გრიგოლიამ, მისმა მოწაფეებმა და მიმდევრებმა; გამოყენებით ხელოვნებაში – ა. კაკაბაძემ, რ. იაშვილმა, გ. ყანდარელმა. XX ს. 40–50-იან წლებში აღორძინდა ადრე ცნობილი ქართ. ოქრომჭედლობის სკოლა (კ. გურული, ი. ოჩიაური, გ.ზ. გაბაშვილი). თბილისელ ხელოვანთა ბრწყინვალე თანავარსკვლავედის მრავალმა წარმომადგენელმა (მომღერლები, მუსიკოსშემსრულებლები, მოცეკვავეები, მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები) საერთაშ. აღიარება მოიპოვა. მსოფლიოს საუკეთესო თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში უდიდესი წარმატება ხვდა წილად დ. გამრეკელს, ზ. ანჯაფარიძეს, მ. ქასრაშვილს, ზ. სოტკილავას, ნ. ბრეგვაძეს, ნ. ანანიაშვილს, პ. ბურჭულაძეს, ე. ვირსალაძეს, ლ. ისაკაძეს, მ. მდივანს, ე. ბოლქვაძეს, ვ. ათანელიშვილს და მრავალ სხვა თბილისელ ხელოვანს. XX–XXI სს. მიჯნაზე შემოქმედებით ასპარეზზე წარმატებით გამოვიდა ნიჭიერი ახალგაზრდობა. თ-ის მრავალმხრივ კულტ. ცხოვრებაში სათანადოდ არის წარმოდგენილი ხელოვნების სხვა დარგები: ესტრადა, ცირკი, ფოტოგრაფია და სხვ. ლ. მენაბდე. გ. გვერდწითელი მ. ქავთარაძე. ა. ჩხეიძე. ვ. კიკნაძე. გ. დოლიძე. თ. გერსამია. ლ. ძნელაძე.