თოდრია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
00:49, 22 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Admin (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სილიბისტრო (სილია) ესეს ძე [4 (16). I. 1880 სოფ. იანეული, ოზურგეთის მაზრა, – 8. VI. 1936, თბილისი], რევოლუციონერი, ლიტერატორი. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) წევრი 1901-იდან. 1902–05 მუშაობდა ბათუმის, ბაქოს არალეგალურ სტამბებში, შემდეგ კი – მოსკ. კომიტეტის სტამბაში. 1915 თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მისი უშუალო მონაწილეობით გამოდიოდა გაზ. "ბრძოლა" და "კავკაზსკაია პრავდა". აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1918 კომპარტიის კავკ. კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად გადავიდა ჩრდ. კავკასიაში. 1919 თბილისში მოაწყო არალეგალური ბოლშევიკური სტამბა. ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ იყო თბილ. რევკომის პირველი თავ-რე, საქ. სსრ სოცუზრუნველყოფის, მიწათმოქმედების სახ. კომისარი, საქ. სსრ მწერალთა კავშირის თავ-რე, ჟურნ. "ნიანგის" რედაქტორი, შრომის სახ. კომისარი, საქ. სსრ ცაკისა და ამიერკავკასიის სფსრ ცაკის მდივანი. იყო კომინტერნის II კონგრესის დელეგატი.