თოფანქჩიაღასი: განსხვავება გადახედვებს შორის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 

მიმდინარე ცვლილება 00:49, 22 თებერვალი 2019 მდგომარეობით

თუფანგჩიაღასი, თუფენქჩიაღასი, (თურქ. tüfenkçi – მეთოფე, ağa – უფროსი), მეთოფეთა უფროსი. ირანში შაჰ-აბას I-ის დროს ჩამოყალიბდა მუდმივი ჯარი, რ-ის შემადგენლობაში შედიოდა თოფანქჩიების (მეთოფეთა) 12000-კაციანი კორპუსი. სათათბირო ორგანოში – "უმაღლეს მეჯლისში" – შედიოდა 7 "სახელმწიფოს საყრდენი" დიდი მოხელე, რ-თაგან ერთი თ. იყო. ეს თანამდებობა ირანში ქართველებსაც ეკავათ (XVIII ს-ში თ. იყო როსტომ-ხან სააკაძე აგრეთვე მისი დისწული – პოეტი ქაიხოსრო-ხან ქართველი). ოსმალეთში თოფით შეიარაღებულ იენიჩარებს თუფენქჩი ეწოდებოდა.ლიტ.: ფუთურიძე ვ., ირანის სპასალარი როსტომ-ხან სააკაძე, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966.