თოფურია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურამ ვარლამის ძე (27. III. 1930, თბილისი, – 31. V. 2006, იქვე), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ (დაღესტნური) ენათა მკვლევარი. საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1997). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1988). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკ. ენათა განყ-ბა (1954). 1957-იდან სამეცნ. მოღვაწეობას ეწეოდა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ-ტში. 1973–87 იყო ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე, 1987-იდან – მთის იბერიულ-კავკ. ენათა განყ-ბის გამგე. თ-ს ძირითადი შრომები ეძღვნება ლეზგიური და სხვა დაღესტნური ენების მორფოლოგიის, ფონეტიკისა და ლექსიკის საკითხებს, დაღესტნურ ენათა ზოგად პრობლემატიკას (ბრუნების კლასიფიკაცია, მისი ჩამოყალიბება და განვითარების საკითხები, პალეოერგატივის ცნება და სხვ.); ავტორია მონოგრაფიებისა: "ლეზგიური ზმნის ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები" (1959), "ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში" (1995, რუს. ენაზე); ნაშრომებისა ქართველურ ენათა მორფოლოგიისა თუ ლექსიკის, ისტ. ტოპონიმიკის საკითხებზე: "ერთი ჰიპოთეტური ფორმის რეალურობისათვის ზანური ენის არეალიდან (სამცხის ტოპონიმიკიდან)" (1968), "მოქმედებითი ბრუნვის ისტორიისათვის სვანურში" (1977), "სიტყვაწარმოების ერთი მოდელის შესახებ ქართულში (სახელური -უ სუფიქსისათვის ქართულში)" (1998) და სხვ.თ. სამჯერ იყო არჩეული ევრ. კავკასიოლოგთა საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტად. იყო რამდენიმე სამეცნ. ჟურნალის რედკოლეგიის წევრი («იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება», «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული», «მაცნე», «ეტიმოლოგიური ძიებანი»). მიღებული აქვს არნ. ჩიქობავას სახ. პრემია (1996). თხზ.: ქართულ-ქართველური ეთნონიმიკის ლინგვისტური საკითხები, I. – «იკე», XVII, თბ., 1970; ლინგვისტური გეოგრაფია, ტოპონიმია და ენის ისტორია (ქართველურ ენათა მასალაზე) კრ.: «ხელეური» (ეძღვნება გ. ჩიტაიას დაბადებიდან 90 წლისთავს), თბ., 1985.გ. ბურჭულაძე.